00:35 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 15:52:17, 700 ნახვა

პოლიტიკა
ნიკა მელიას განცხადებით, მმართველ გუნდს რომ არჩევნები არ გაეყალბებინა, ოპოზიციასთან მოლაპარაკებაზე არ წავიდოდა

 „ოდნავ მაინც დარწმუნებულები რომ იყვნენ, რომ არჩევნები არ გააყალბეს, ისინი არ დასხდებოდნენ ოპოზიციასთან სალაპარაკოდ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ერთი ხმა, ეს ერთი ხმა კი ნაგვის ურნაში გადააგდეს.

 „შევიკრიბეთ უდიდესი გამოწვევების წინაში იქ, სადაც ძალიან ბევრჯერ გადაწყვეტილა ამ სახელმწიფოს ბედი, ხალხის ბედი და ასე იქნება ახლა, უკვე თანამედროვე ქათველებისა და საქართველოს მოქალაქეების მონაწილეობით. თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ერთი ხმა, ეს ერთი ხმა ბევრს წაგვართვეს, ნაგვის ურნაში გადააგდეს, მაგრამ ეს ერთი ხმა კვლავ ლაპარაკობს, ეს ერთი ხმა კი წაგვართვეს, მაგრამ ეს ერთი ხმა ლაპარაკობს რუსთაველის გამზირზე, ეს ერთი ხმა აპროტესტებს რუსთაველის გამზირზე იქ, სადაც დაიძერწა, გამოიჭედა სახელმწიფოს დამოუკიდებლობა. რამდენიც არ უნდა დაგვშალონ, კვლავ შევიკრიბებით უფრო ბევრნი, რამდენჯერაც არ უნდა ეცადო შეშიენება, უფრო გაძლიერებულები გამოვდივართ, ჩვენ არ ვყალიბდებით, ფურცელზე ყალბდება მხოლოდ და ხალხი არ ყალბდება.

ოდნავ მაინც დარწმუნებულები რომ იყვნენ, ისინი, რომ არჩევნები არ გააყალბეს ისინი არ დასხდებოდნენ ოპოზიციასთან სალაპარაკოდ, მაგრამ პროცესს გააჩნია რამდენი ხანი გრძელდება. უახლოეს პერიოდში დავრწმუნდებით რაზე წამომსვლელები არიან რეჟიმის წარმომადგენლები“, - განაცხადა მელიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics