23:24 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-13 13:45:46, 692 ნახვა

პოლიტიკა
მაიკ პომპეოს ვიზიტისას აქციები გაიმართება, მოეწყობა ე.წ ცოცხალი ჯაჭვი, თუმცა პოლიტიკური გამოსვლები არ იქნება

მაიკ პომპეოს ვიზიტისას აქციები გაიმართება, მოეწყობა ე.წ ცოცხალი ჯაჭვი, თუმცა პოლიტიკური გამოსვლები არ იქნება.

ამის შესახებ პარტია "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ეს არ იქნება პოლიტიკური გამოსვლების დღე, ცენტრალური გამზირებზე გამოვლენ ადამიანები, დაიცავენ სოციალურ დისტანციას, იქნება სპეციალური სტიკერები, სადაც ეწერება, რომ გაყალბებულია არჩევნები, მოპარულია. შესაბამისად ასე, ცოცხალი ჯაჭვით იქნება სავსე გამზირი. არ იქნება პოლიტიკური გამოსვლები, მაგრამ იქნება პოლიტიკური მოთხოვნები, იქნება პლაკატები და რა თქმა უნდა, იქნება ამერიკის ბევრი დროშა, როგორც მისალმება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ“, – განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს 18 ნოემბერს ეწვევა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics