|
2020-11-12 14:18:57, 683 ნახვა
პოლიტიკა
გაიკვეხოს კობახიძემ უკან თავისი დაფინანსება - გიგი უგულავა პარტიებისთვის დაფინანსების შესაძლო შეწყვეტაზე
გაიკვეხოს კობახიძემ უკან თავისი დაფინანსება, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხაებას, რომლის მიხედვითაც, დაფინანსება შესაძლოა შეუწყდეთ იმ პარტიებს, რომლებიც არ შევლენ პარლამენტში. ამასთანავე, გიგი უგულავა აღნიშნავს, რომ აღნიშნულით ხელისუფლება ვერ დააშანტაჟებს ოპოზიციას. „თუ ხელისუფლება ფიქრობს, რომ ამით პარტიებს დააშანტაჟებს, ცდება. დანარჩენი, ეს არის უკანონობა, მითუმეტეს, უკუქმედების ძალა ვერც ექნებათ. აიღონ, დაჭრან, შეჭამონ, რაც უნდათ ის უქნიათ, თუ ვინმე ფიქრობს, რომ სატყუარად გამოიყენებს საბიუჯეტო დაფინანსებას, საკუთარ თავზე მეტყველებს, თუ როგორი წარმოდგენა აქვთ პოლიტიკაზე. თუ უნდათ შეწყვიტო დაფინანსება, თუ უნდათ ნუ შეწყვეტენ. არაფერი მაინტერესებს იმის მეტი, გარდა იმისა, რომ ვერ გამოიყენებენ ვერანაირად საბიუჯეტო დაფინანსებას სატყუაროდ, ამიტომ, გაიკვეხოს უკან თავისი დაფინანსება კობახიძემ“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)