|
2020-11-11 14:48:01, 638 ნახვა
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში მუსიკოს მიხაილო თოდუას სასამართლოს პროცესი მიმდინარეობს
თბილისის საქალაქო სასამართლოში მუსიკოსის, მიხაილო თოდუას სასამართლოს პროცესი მიმდინარეობს. თოდუა შინაპატიმრობაში იმყოფებოდა, პრობაციის ეროვნული სააგენტო მის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვს. მუსიკოსი სოციალურ ქსელში წერს, რომ მთელი წლის განმავლობაში 28 ივენთში მიიღო მონაწილეობა და აქედან არა საპატიოდ ჩაეთვალა დღე, როდესაც გირჩის მიერ ორგანიზებულ საღამოში დაუკრა. „როგორც გახსოვთ 2013 წელს დამაკავეს და 9 წლით გამიშვეს 12გრ მდმა-ს ფლობისთვის ციხეში, აქედან 6 წელი გავატარე პატიმრობაში და დარჩენილი 3 წელი შემეცვალა შინაპატიმრობით, რაც ნიშნავს რომ დილის 8 სთ დან საღამოს 9 სთ მდე მაქვს სახლიდან გასვლის უფლება. განთავისუფლების შემდეგ მივმართე პრობაციის ბიუროს თხოვნით, მოეცათ უფლება მეწარმოებინა ჩემი პროფესიული საქმიანობა. პრობაციის სააგენტოსთან შევთანხმდი რომ ყოველი სამუშაო დღის შემდეგ უნდა წარმედგინა შესაბამისი საბუთები. ერთი წელია რაც შინაპატიმრობაში ვარ და ხან აქტიურად, ხან დრო გამოშვებით მიწევდა მუშაობა. მთელი წლის განმავლობაში აღმოჩნდა რომ 28 ივენთში მიმიღია მონაწილეობა და აქედან არა საპატიოდ მეთვლება დღე, როდესაც გირჩის მიერ ორგანიზებულ საღამოში დავუკარი და ასევე მის წინ ჩატარებული ღონისძიება. მიზეზი აღმოჩნდა 16 ოქტომბერს ძალაში შესული პრემიერის ბრძანება რომელიც კრძალავს 22:00 შემდეგ თავშეყრას, გარდა საარჩევნო ღონისძიებისა. მიუხედავად იმისა, რომ 16 ოქტომბერს გამოიცა პრემიერის განკარგულება არც 13/14 ოქტომბერს და არც 17/18 ოქტომბერს არ მითვლიან საპატიოდ, მიუხედავად იმისა რომ კანონიერი იყო ყველაფერი. ამ ლოგიკით გამოდის როცა უნდათ ჩამითვლიან საპატიოთ და როცა უნდათ არა. ვეღარ ვხვდები მე რამე უფლებები საერთოდ შემრჩა? ან რა დავაშავე ასეთი, რომ მერვე წელია ვერ მოვიხადე სასჯელი“, - წერს თოდუა.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)