|
2020-11-11 10:39:04, 1330 ნახვა
საზოგადოება
აღმოსავლეთ ევროპის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია წელს საქართველოდან ონლაინ რეჟიმში გაიმართება
2020 წლის 20-29 ნოემბერს, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია ონლაინ რეჟიმში გაიმართება. ათდღიანი ღონისძიება გააერთიანებს 1000+ მონაწილეს ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ღონისძიება გათვლილია მეწარმეებისთვის, დიზაინერებისთვის, მარკეტერებისთვის, დეველოპერებისა და ტექნოლოგიური სიახლეებიისა და ინოვაციური გადაწყვეტების მაძიებელთათვის. კონფერენციის ძირითადი პროგრამა (პრეზენტაციები, გამოსვლები, მასტერკლასები, ვორქშოფები) გადანაწილდება ორ შაბათ-კვირაზე, ხოლო კვირის დღეები დაეთმობა ,,ნეთვორქინგსა“ და ბიზნეს შეხვედრებს. შედეგად კი ღონისძიების მონაწილეები შეძლებენ, დაუკავშირდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ძირითადი საკითხები: - პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესებისთვის & ბიზნესის გაციფრულება - როგორ შევქმნათ მსოფლიო დონის კომპანიები განვითარებადი სფეროებიდან - ციფრული მარკეტინგი, კონტენტი, SMM ტენდენციები - მომხმარებლის გამოცდილება - UX/UI დიზაინი - ბიზნეს დეველოფმენთი & გაყიდვები -კრეატიული მიდგომები & ტექნოლოგიები - გაყიდვები, ელექტრონული კომერცია & მოდის ინდუსტრიის ტექნოლოგიები - გონებამახვილობა & კეთილდღეობა აღმოსავლეთ ევროპის ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები იქნებიან სხვადასხვა ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან: Magic Leap (უნიკალური AR ტექნოლოგიები), Deloitte US (კონტენტის შექმნის ტენდენციები), Salesforce, Google (დიზაინის შესახებ), HubSpot (გაყიდვებში მომუშავე ადამიანის ერთი დღე), DeviantArt, Rotten Tomatoes (როგორ დავძლიოთ კრიზისი), VIRTUE (by Vice), Dalton Maag (ახალი ტიპოგრაფიის შექმნა), InVision, E-Dublin, The Next Web (წამყვანი ტექნოლოგიური მედია), Singularity University (სილიკონ ველის ანალიტიკური ცენტრი), Intelistyle (ინდივიალური ჩაცმულობა ), Kiko, Printful (მდგრადობა), WiFisher და სხვა. მონაწილეებს საშუალება ექნებათ გაწევრიანდნენ სხვადასხვა აქტივობებში ონლაინ, სახლიდან, ვებ-აპლიკაციის მეშვეობით, რომლითაც წვდომა ექნებათ გამოსვლებზე, დისკუსიებსა და ,,ნეთვორქინგ“ აქტივობებზე. ბილეთები ხელმისაწვდომია საიტზე touch.ge/summit. ბილეთის მფლობელები კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე მეილით მიიღებენ მოწვევას აპლიკაციაში შესასვლელად. კონფერენციაზე დასწრება შესაძლებელია ბროუზერის ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით. კონფერენციის მხარდამჭერები: Onesoul.io, Georgia’s Innovation & Technology Agency (GITA), Bank of Georgia Business , Aligned Research Group. მედია და პარტნიორობის მოთხოვნებისთვის: alina@touch.ge
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)