22:18 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-10 17:09:01, 583 ნახვა

პოლიტიკა
ეკატერინე ტიკარაძესა და ამერიკის ელჩს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე საქართველოში აშშ-ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. კოვიდ-19 პანდემიის გათვალისწინებით, შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. მინისტრმა დიპლომატს დეტალურად განუმარტა პროცედურები იმის შესახებ, თუ როგორ მიიღეს არჩევნებში მონაწილეობა თვითიზოლაციაში მყოფმა ამომრჩევლებმა.

ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ ჩართულ მხარეებთან კონსულტაციების საფუძველზე მიღებული დადგენილებების მიხედვით, განისაზღვრა როგორც კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი, ისე კორონავირუსის გამო სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების კენჭისყრაში მონაწილეობისთვის აუცილებელი რეგულაციები, რამაც მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემო უზრუნველყო.

 საუბარი შეეხო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებულ მოლოდინებსა და უსაფრთხოების ზომებსაც. მინისტრის მხრიდან გაკეთდა შეფასებები და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

ჯანდაცვის მინისტრმა ამერიკელ  დიპლომატს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მუდმივ რეჟიმში ახორციელებს  სამედიცინო დაწესებულებებში საწოლფონდის მობილიზებას. 

„ამერიკის ელჩთან ძალიან საინტერესო ონლაინ შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ არჩევნებთან დაკავშირებით. კელი დეგნანმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები მოიწონა  და აღნიშნა, რომ არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდა.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო მეორე ტურისთვის მზაობის საკითხსაც. ჯანდაცვის სამინისტრო მოქალაქეების უსაფრთხოებას ამჯერადაც სათანადოდ უზრუნველყოფს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ .





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics