|
2020-11-10 14:33:09, 559 ნახვა
საზოგადოება
ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 3000 IT სპეციალისტს უფასოდ გადაამზადებს
საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ფარგლებში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 3,000 IT სპეციალისტს გადაამზადებს მსოფლიო ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად პროფესიებში, როგორიც არის: პროგრამირება, პროექტ მენეჯმენტი, ხელოვნური ინტელექტი, დიზაინი, კიბერუსაფრთხოება, ქსელები და ა.შ. პროგრამა განხორციელდება ეტაპობრივად და პირველ ეტაპზე 500 IT სპეციალისტი გადამზადდება, რასაც მსოფლიოში უმსხვილესი IT ტრენინგ პროვაიდერი New Horizons უზრუნველყოფს, რომელსაც სფეროში 38 წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს და მსოფლიოს TOP 20-ში საუკეთესო ტრენინგ პროვაიდერს შორის დასახელდა. ,,საქართველოს მთავრობამ უმნიშვნელოვანესი საგადასახადო შეღავათები დააწესა IT კომპანიებისთვის, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე საერთაშორისო კომპანია უკვე შემოვიდა საქართველოში და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს IT გადამზადების პროგრამა უნიკალური შესაძლებლობაა საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, უფასოდ გადამზადდეს მსოფლიო დონის ტრენერებისგან, მიიღოს საერთაშორისო სერთიფიკატი ამ სფეროში და დასაქმდეს საერთაშორისო კომპანიებში მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილზე ქვეყნიდან გაუსვლელად.“ - აცხადებს GITA - ს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძე.
ტრენინგებზე რეგისტრაცია უკვე გამოცხადდა და საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც აქვს გარკვეული ცოდნა და გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, აქვს შესაძლებლობა გაიაროს რეგისტრაცია და დისტანციურ რეჟიმში ჩაერთოს პროგრამაში. სასწავლო კურსი ინგლისურ ენაზე წარიმართება. პროფესიული გადამზადების კურსის დასრულების შემდგომ თითოეულ მონაწილეს საშუალება ექნება, მიიღოს საერთაშორისო სერთიფიკატი, რომელიც ერთგვარი გარანტია იქნება მათი დასაქმებისა და მაღალანაზღაურებადი შემოსავლის გაჩენის. გარდა პროფესიული ტრენინგისა, თითოეული მონაწილე გაივლის სასწავლო კურსს ,,პროექტების მართვისა“ და ,,ფრილანსერობის“ მიმართულებით. ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ ცოდნას, რომელიც პასუხობს თანამედროვე გამოწვევებს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე. იმ სტუდენტებისთვის, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა სახლიდან ჩაერთონ პროგრამაში და სრულყოფილად გაიარონ შერჩეული კურსი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო მთელი საქართველოს მასშტაბით უზრუნველყოფს უნივერსიტეტებში, ტრენინგ ცენტრებში, ბიბლიოთეკებსა და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში სპეციალურად მათთვის სივრცეების გამოყოფას.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)