|
2020-11-10 12:53:53, 784 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - არჩევნების შედეგებს, რამდენიმე დამარცხებული ოპოზიციური პარტიის გარდა, ყველა აღიარებს
არჩევნების შედეგებს აღიარებს ყველა, მათ შორის მთავარი პარტნიორები, ერთადერთი, ვინც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს არის დამარცხებული ოპოზიცია, - ამის შესახებ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც კობახიძემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მმართველმა გუნდმა მიაწოდა მისიას ინფორმაცია, თუ როგორ ემზადებიან მეორე ტურისთვის. „განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, რომლებიც არჩევნებს უკავშირდება. მათ შორის ჩვენს მეგობრებს მივაწოდეთ ინფორმაცია, როგორ ეემზადება „ქართული ოცნება“ მეორე ტურისთვის, რა ზომებია მისაღები იმისათვის, რომ მეორე ტური მაქსიმალურად სთანადო ვითარებაში და წესით ჩატარდეს. ძირითადად, ამაზე გვქონდა საუბარი. ასევე, ჩვენს მეგობრებს მივაწოდეთ ინფორმაცია სტატისტიკასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნების პირველ ტურს უკავშირდება, ძიითადად საარჩევნო პროცესს. ეს სტატისტიკა არავითარი ფორმით არ განსხვავდება იმ სტატისტიკებისგან, რომლებიც ჩვენ გვქონდა ყველა წინა არჩევნებზე, მათ შორის საპარლამენტო არჩევნებზე, თვითმმართველობის ააღჩევნებზე და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ ადასტურებს ეუთო/ოდირის მთავარ დასკვნას, რომ არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და ადამიანის ფუნდამენტური უფლებები იყო დაცული. ხედავთ, ყველა აღიარებს არჩევნების შედეგებს, მათ შორის ყველა ჩვენი მთავარი პარტნიორი, ყოველდღიურად მოდის მილოცვები სხვადასხვა ქვეყნიდან, ერთადერთი, ვინც არ აღიარებს არჩევნების შედეგებს დღემდე, არის რამდენიმე კონკრეტული დამარცხებული ოპოზციური პარტია, თუმცა ამ მიმართულებით ჩვენ გავქვს ოპტიმისტური მოლოდინი. დარწმუნებული ვართ, საბოლოო ჯამში, მათი მხრიდანაც იქნება აღიარებული დემოკრატიული არჩევნების შედეგები“, – განაცახადა ირაკლი კობახიძემ.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)