09:16 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-10 12:35:24, 553 ნახვა

საზოგადოება
თბილისს კიდევ ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო რამდენიმე დღეში კიდევ ორი საბავშვო ბაღის დასრულებულ შენობებს ჩაიბარებს. ორივე ინფრასტრუქტურული პროექტის მიმდინარეობას სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე გაეცნო და კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლებს ბოლო მითითებები მისცა.

გლდანის მე-6 მიკრორაიონში აშენებული N101 ბაგა-ბაღი ათჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი. ბაღში ყველა ძირითადი სამუშაო დასრულებულია, შეტანილია ყველა საჭირო ინვენტარი. მოწყობილია, როგორც შიდა, ისე გარე სივრცეები. ბაღს აქვს სათამაშო მოედნები და გამწვანებული ეზო.

პროექტის ღირებულება 2 200 000 ლარია და მას შპს „სეისმომედეგობა +“ ასრულებს.

სამგორში, ვარკეთილის ზემო პლატოზე მდებარე N164 ბაგა-ბაღში კი კონტრაქტორი კომპანია ბოლო ეტაპის სამუშაოებს აწარმოებს - მიმდინარეობს ეზოს გამწვანება, ატრაქციონების მონტაჟი, ინტერიერის მოხატვა, ავეჯისა და სამზარეულოს ინვენტარის შეტანა.

მშენებლობას შპს „ანანა“ აწარმოებს და პროექტის ღირებულება 1 202 731 ლარია.

„კორონავირუსის პანდემიის გამო, ახალ ბაღებში სააღმზრდელო პროცესი საწუხაროდ, უახლოეს მომავალში ვერ დაიწყება და შესაბამისად, ვერც საზეიმო ვითარებაში გავხსნით ამ ახალ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სააღმზრდელო დაწესებულებებს, თუმცა რამდენიმე დღეში ბაღების სააგენტო ორივე პროექტს დასრულებული სახით ჩაიბარებს, რის შემდეგაც, თბილისში არსებული საბავშვო ბაღების რაოდენობა 185 გახდება“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

ბაგა-ბაღის ორივე შენობა აღჭურვილი და მოწყობილია ბავშვთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დადგენილი ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტის შესაბამისად - დამონტაჟებულია ვიდეო-სამეთვალყურეო და სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, უსაფრთხოების ბადეები და საევაკუაციო კიბეები.

შენობა ასევე, ადაპტირებულია შშმ პირთათვის - მოწყობილია პანდუსი და დამონტაჟებულია სპეციალური ლიფტი. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics