05:06 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 18:59:20, 3539 ნახვა

სპორტი
გიგა ბოკერია: დღეს ქვეყანა ერთი პირის მიერ იმართება

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უშიშროების საბჭოს სხდომაზე არ გამოცხადდა, რის გამოც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს.

უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ ღარიბაშვილი ივანიშვილის დავალებებს ასრულებს.

„ეს არის ივანიშვილის პოლიტიკა, მან დაამკვიდრა თავისი პერსონალური მმართველობა, როცა მთელი სახელმწიფო სამსახური, პრემიერმინისტრით დაწყებული და დამთავრებული რიგითი პოლიციელით, რომელსაც აიძულებენ ემსახურონ მას. ამ ვითარებაში ნებისმიერი ინსტიტუტი უნდა იყოს არარელევანტური და ამის დემონსტრირებაა ღარიბაშვილის ნაბიჯები, რომელიც ივანიშვილის დავალებებით მოქმედებს და ამით აზიანებს ჩვენს სახელმწიფოს. იმიტომ, რომ ინსტიტუტებს, მათ შორის უშიშროების საბჭოს აქვს დიდი მნიშვნელობა. წესით ქვეყანა ასე უნდა იმართებოდეს, მაგრამ დღეს ქვეყანა  ერთი პირის მიერ იმართება.“ - აცხადებს გიგა ბოკერია.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics