|
2020-11-04 17:42:22, 878 ნახვა
პოლიტიკა
ხატია დეკანოიძე - ბატონ კობახიძეს განსაკუთრებული ბოდვითი აშლილობა აქვს
„ბატონ კობახიძეს განსაკუთრებული ბოდვითი აშლილობა აქვს“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს. მისი თქმით, ოპოზიცია არ აპირებს მეორე ტურში მონაწილეობას. „ბატონ კობახიძეს განსაკუთრებული ბოდვითი აშლილობა აქვს, ბოდავენ, იმიტომ, რომ ჩვენ ძალიან კონკრეტულად, ღიად განვაცხადეთ, რომ არ მივიღებთ მონაწილეობას მეორე ტურში - არც ისანში, არც სამგორში, არც გლდანში, და, ზოგადად, ოპოზიცია უარს ამბობს მეორე ტურში გასვლაზე და საპარლამენტო მანდატებზე იმ არალეგიტიმაციის პირობებში, რომელიც ექნება მომავალ პარლამენტს, რომელიც არ იქნება პარლამენტი და წარმომადგენლობითი ორგანო, იქნება ბიძინას კრება“, - განაცხადა დეკანოიძემ. ცნობისთვის, დღეს ირაკლი კობახიძემ განაცადა, რომ აქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია მეორე ტურისთვის თბილისში, ზუგდიდსა და კახეთში ემზადებიან.
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
მედვედევი - დასავლეთმა საქართველო მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ გეოპოლიტიკური ბრძოლის უხეშ ინსტრუმენტად გამოიყენა
ნიკა გვარამია ირაკლი კობახიძის განცხადებაზე - აი, ეს არის სამშობლოს ღალატი - სამართლებრივადაც
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)