|
2020-11-03 13:11:33, 555 ნახვა
საზოგადოება
4 ნოემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით დიდ ქალაქებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება
თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულსა და გარდაბანში სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდება საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში. ასევე, შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მაია ცქიტიშვილმა, როგორც აღნიშნა ეს გადაწყვეტილება მიღებულია, მობილობის შემცირებისა და იმის გათვალისწინებით, რომ ბევრ დასახლებაში არჩევნების მეორე ტური ტარდება. „გარდა ამისა სასწავლო პროცესის ნაწილში იცით ასევე, რომ 1500-მდე საარჩევნო უბანი იყო მოწყობილი ჩვენს სკოლებში და აქედან გამომდინარე, ჩვენ არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გადავიყვანეთ ეს სკოლები დისტანციურ რეჟიმში და ასევე, მოგეხსენებათ, რომ კიდევ სჭირდებოდათ რამდენიმე დღე არჩევნების ჩატარების შემდეგ, რათა იქ განახლებულიყო სწავლა. იმის გათვალისწინებით, რომ ასევე, ბევრ დასახლებაში ჩვენ კვლავ გვიწევს მეორე ტურების გამოყენება და აქედან გამომდინარე ასეულობით სკოლა იქნება ასევე, გამოყენებული, როგორც საარჩევნო უბანი - აქედან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ მნიშვნელოვანია ასევე დიდ ქალაქებში მობილობის შემცირება ჩვენ დღეს საბჭოზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სწავლის დისტანციური რეჟიმი შენარჩუნდეს თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ზესტაფონში, გორში, ფოთში, მარნეულში და გარდაბანში. ასევე, შეგახსენებთ, რომ აჭარაში სწავლა მიმდინარეობს დისტანციურ რეჟიმში. ჩვენ ვაგრძელებთ სწავლას დისტანციურ რეჟიმში უფროს კლასებში და რა თქმა უნდა უმაღლესი დაწესებულებები და პროფესიული სასწავლებლები ასევე აგრძელებენ იმ რეჟიმში რა რეჟიმითაც ისინი ფუნქციონირებენ დღემდე", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)