|
2020-11-03 10:47:27, 496 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ გამართულ ევროპის 32-ე რეგიონულ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ გამართულ ევროპის 32-ე რეგიონულ ონლაინ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენციაზე, პანდემიის პირობებში, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის აგროსასურსათო სისტემების მდგრადობის, მოსახლეობის ჯანსაღი საკვებით უზრუნველყოფისა და საოჯახო ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის საკითხები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა შექმნილ ვითარებაში ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. „მოხარული ვარ, მოგესალმოთ ამ მეტად მნიშვნელოვანი კონფერენციის ფარგლებში. გლობალურ პანდემიას საქართველოც ებრძვის. მოგეხსენებათ, სოფლის მეურნეობა ეკონომიკის შემადგენელი ნაწილია. ჩვენი მოსახლეობის, დაახლოებით, 43 % დასაქმებულია აგრარულ სექტორში. პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ აღნიშნული დარგის განვითარების ხელშეწყობა პრიორიტეტული საკითხია. ვფიქრობ, ერთიანი მიდგომებით ჩვენ შევძლებთ გლობალური გამოწვევების მართვას“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა ვრცლად ისაუბრა კრიზისის პერიოდში სასურსათო მარაგების კონტროლის და ეფექტიანი ლოგისტიკის მნიშვნელობაზე და კონფერენციის მონაწილეებს სახელმწიფოს მიერ საგანგებოდ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის - „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე” ძირითადი მიმართულებები და იმ მთავარი ცხრა სასურსათო პროდუქტის ჩამონათვალი გააცნო, რომელზეც სტაბილური ფასის შენარჩუნების საკითხს კრიზისის პერიოდში სახელმწიფო მუდმივ მონიტორინგს უწევდა. ონლაინ შეხვედრაზე, ლევან დავითაშვილმა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებაში ახალგაზრდების ჩართულობისა და მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზეც ისაუბრა. მინისტრმა კონფერენციის მონაწილეებს ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. რეგიონულ კონფერენციას, რომლის ვირტუალური მასპინძელი უზბეკეთის რესპუბლიკა იყო, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონიდან FAO-ს წევრი ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)