23:37 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-23 09:39:38, 597 ნახვა

საზოგადოება
ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის დაკრძალვის ხარჯებს მთავრობა უზრუნველყოფს

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს დაავალა, ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის  დაკრძალვის ხარჯების ორგანიზება გააკეთოს.

ამასთან, როგორც პრემიერმა განაცხადა, დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს, კომპენსაციის სახით 100 ათასი ლარი გადაეცემა. 

"ქალბატონო თინა, მინდა გთხოვოთ, რომ დაღუპული ჯარისკაცის დაკრძალვასთან დაკავშირებული ხარჯების ორგანიზება თქვენ გააკეთოთ. ასევე, მინდა ფინანსთა სამინისტროს დავავალო, რომ უზრუნველყოს კანონით განსაზღვრული 100 ათასი ლარის გამოყოფა ოჯახისთვის, კომპენსაციის სახით. ეს მართლაც ძალიან დიდი დანაკარგია ჩვენთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მოგისამძიმროთ ყველას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
მარნეულში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა
ხოშტარია: დაწყებულია ტკივილის მართვა, რამაც დიდი შვება მომცა, ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics