|
2020-11-01 00:59:03, 2374 ნახვა
გიგა ბოკერია - კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი გეგმა ერთიან მაჟორიტარებზე სწორი გადაწყვეტილება იყო
„კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი გეგმა ერთიან მაჟორიტარებზე სწორი გადაწყვეტილება იყო“, - ამის შესახებ პარტია „ევროპულმა საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს გეგმა უფრო მეტ შედეგს გამოიღებდა, რომ არა სააკაშვილისა და მისი გარემოცვის უპასუხისმგებლო საქციელი. „კიდევ ერთხელ დადასტურდა როგორი სწორი იყო ჩვენი გეგმა ერთიან მაჟორიტარებზე შეჯერებისა და რამდენად უპასუხისმგებლო იყო სააკაშვილისა და მისი გარემოცვისგან ამის ჩაშლა, როგორი უგუნურება იყო ზოგიერთი სხვა ოპოზიციური პარტიისგან ამაში არმონაწილეობა. მაგრამ, ეს არის წარსული, საიდანაც დასკვნა უნდა გამოვიტანოთ. ახლა უნდა გავაფორმოთ ის გადაწყვეტილება, რაც ქვეყანაში მიიღო საზოგადოებამ, რომ არ მისცა მანდატი ივანიშვილის ხელისუფლებას. ეს უნდა გავაფორმოთ მეორე ტურებში, მიუხედავად ამ აბსოლუტურად არანორმალური საარჩევნო გარემოსი - მოსყიდვა, ძალადობა და დაშინება საერთო ჯამში იყო და არის ივანიშვილის რეჟიმის ხელწერა“, - განაცხადა ბოკეირამ.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)