|
2015-09-22 18:26:36, 593 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. უწყების ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა შს მინისტრს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურა, ფუნქცია-მოვალეობები, ამოცანები, სტრატეგიული განვითარების გეგმა, განხორციელებული და მიმდინარე პროექტები გააცნეს. შს მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებს, კონკრეტულ მიმართულებებზე დავალებები მისცა. შეხვედრას ესწრებოდნენ: შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, შს მინისტრის მოადგილე, სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, გენერალ-მაიორი ზურაბ გამეზარდაშვილი, სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსი გრიგოლ ბერულავა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის უფროსი თემურ კვანტალიანი, სასაზღვრო პოლიციის კავშირგაბმულობის სამმართველოს უფროსი მიხეილ ქავთარაძე და სახმელეთო საზღვრის დაცვის სამმართველოს უფროსი ვახტანგ დათუნაშვილი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)