12:20 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 15:23:15, 577 ნახვა

საზოგადოება
პროექტის „ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში“ გახსნის ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უწყვეტი განათლების კურსები ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში“ გახსნის  ღონისძიება ონლაინ რეჟიმში გაიმართა. ღონისძიებას  სხვადასხვა ორგანიზაციის 50-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა,

პროექტის მონაწილეებს სიტყვით სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა, ირაკლი გულედანმა და ლაბორატორიის დირექტორის მოადგილემ ანა გულბანმა მიმართეს.

პროექტის გუნდმა  პროექტის პარტნიორები, მიზნები და სამუშაო გეგმა წარმოადგინა. მონაწილეებმა  მომავალი თანამშრომლობის შესაძლებელობები განიხილეს.

პროექტის ფარგლებში, ლაბორატორიულ უსაფრთხოების სფეროში 250 სპეციალისტი გადამზადდება.

პროექტის მისიაა ხელი შეუწყოს ლაბორატორიული მომსახურების დარგის ახალგაზრდა პროფესიონალთა კომპეტენციების გაძლიერებასა და დასაქმებას თბილისსა და საქართველოს რეგიონებში.

პროექტის მხარდამჭერები არიან: ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში; ბენეფიციარი რეგიონული უნივერსიტეტები; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა.

ონლაინ შეხვედრას სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics