12:22 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-29 15:13:16, 446 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

თბილისში კიდევ ერთი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო. ისნის რაიონში, აშოტ კურაპალატის ქუჩაზე დაწყებული პროექტის დეტალები თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ ისნის რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძეს, რაიონის მაჟორიტარ დეპუტატებს, ირაკლი აბუსერიძესა და ლევან დავითაშვილს გააცნო და მათთან ერთად, მშენებლობის საძირკველში სიმბოლური კაფსულა ჩადო.

ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი 9-ჯგუფიანი იქნება და 250 აღსაზრდელს მოემსახურება. ბაღში დასაქმდება 60-მდე ადამიანი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებისთვის და აღიჭურვება ბავშვთა უსაფრთხოებისთვის არსებული საერთაშორისო და ადგილობრივი ნორმების შესაბამისად.

„თბილისში საბავშვო ბაღების მშენებლობას განვაგრძობთ, რომლის მიზანიც სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ვაზისუბნის დასახლების ამ ნაწილში განაშენიანება აქტიურად მიმდინარეობს და ბაღებზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება. პროექტის დასრულების შემდეგ, 250-ზე მეტი აღსაზრდელი  სკოლამდელ განათლებას თანამედროვე და უსაფრთხო გარემოში მიიღებს“, - განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

პროექტის ღირებულება 2 062 787 ლარია და მას შპს „ორნამენტი“ ახორციელებს. მშენებლობის დასრულება 2021 წლის ბოლოს იგეგმება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics