|
2020-10-29 10:55:42, 513 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა - ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის - მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუციები
ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის, აღარაფერი დარჩათ გარდა იმისა, რომ იფიქრონ წაგების სცენარებზე, ეს იქნება აღკვეთილი ჩვენი მხრიდან, მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუციები, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში, ბრიფინგზე განაცხადა. ეკონომიკის მინისტრი წინასაარჩევნო კვლევებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა ობიექტური კვლევა მოწმობს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს. „პირველ რიგში, ჩვენ დარწმუნებულები ვართ და ამას ყველა ობიექტური კვლევა და მოსახლეობის განწყობა ასახავს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად იმარჯვებს პირველივე ტურში და მოიპოვებს უმრავლესობას, რაშიც დარწმუნებულები ვართ და ამის საფუძველს გვაძლევს არა მხოლოდ კვლევები, არამედ ყოველდღური შეხვედრა მოსახლეობასთან, მე და ჩემი კოლეგები მუდმივად ვართ რეგიონებში შეხვედრებზე და ვხედავთ, რომ მოსახლეობა ხედავს გაკეთბულ საქმეებს და დარწმუნებულები ვართ, რომ კვლავაც ნდობის მანდატს მოგვანიჭებს. რაც შეეხება ოპოზიციის განწყობას, ეს არის სწორედ იმის გამოხატულება, რომ ოპოზიცია განწირულია წაგებისთვის, მათ არაფერი რჩებათ გარდა იმისა, რომ იფიქრონ ძალდობრივ სცენარებზე, რაც დამახასიათებელია რადიკალური ოპოზიციისთვის და აქედან გამომდინარე არის ეს მზადება, რა თქმა უნდა, ეს იქნება აღკვეთილი ჩვენი მხრიდან, მოსახლეობას არ სჭირდება რევოლუციები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)