|
2020-10-29 10:27:47, 527 ნახვა
საზოგადოება
მთავრობა 1-ელი ნოემბრიდან ოთხი თვის განმავლობაში კომუნალურ გადასახადებს აანაზღაურებს
მთავრობის ანტიკრიზისული მხარდაჭერის გეგმის მესამე ტალღა, რომელიც ჩვენ უკვე დავაანონსეთ, მოიცავს როგორც ბიზნესის მხარდაჭერას, ასევე სოციალურ მხარდაჭერას ცალკეული ჩვენი მოქალაქეების, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, 1 ნოემბრიდან 4 თვის განმავლობაში - ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში მოხდება კომუნალურების ანზღაურება იგივე პრინციპით, რაც იყო ანტიკრიზისული გეგმის პირველ ფაზაში. „ეს იწყება პირველი ნოემბრიდან, როგორც უკვე ვთქვით, ეს გახლავთ კომუნალურების ანაზრაურება ჩვენი მოქალაქეებისათვის, რომელიც მოიცავს ზამთრის პერიოდს. ეს იქნება ნოემბრიდან შემდეგი ოთხი თვე და შეეხება როგორც წინა ეტაპზე, თითოეულ ოჯახს, რომელსაც ექნება 200 კილოვატამდე მოხმარებული ელექტროენერგია, ასევე 200 კუბურ მეტრამდე გაზის მოხმარება და ასევე წყლის და დასუფთავების ანაზღაურება. ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის მინიმუმი, რითიც დღეს სახელმწიფოს შეუძლია ჩვენს მოქალაქეებს მხარში დაუდგეს. ჩვენ ვთვლით, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც პანდემიის და გლობალური კრიზისის გამო შემოსავალი დაკარგეს. გვესმის, რომ ბევრ ჩვენს მოქალაქეს მსგავსი მხარდაჭერა შეიძლება არ სჭირდება და უკვე დღეიდან მატ შესაძლებლობა ექნებათ, საკუთარი განაცხადის საფუძველზე უარი განაცხადონ მთავრობის ამ მხარდაჭერაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)