17:05 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-28 17:52:55, 607 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი - მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება ევროპაში

მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იქნება ევროპაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერის თქმით, გლობალურმა პანდემიამ მოიცვა სოციალური ცხოვრების ყველა სფერო, თუმცა მთავრობა ვერ გაჩერდება, რადგან თითეული სამუშაო ადგილი ამ ქვეყანაში ძვირფასია.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ გლობალურმა პანდემიამ, გამოწვევამ, ვირუსმა, ჩვენი სოციალური ცხოვრების ყველა სფერო მოიცვა, აქ ყველაზე მთავარია, რომ ჩვენ არ და ვერ გავჩერდებით. ვერ გავჩერდებით, რადგან ჩვენ როდესაც ვზრუნავთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთლობაზე, ვფიქრობ ჩვენი ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების გაჩენაზე, ვერ გავჩერდებით, რადგან გვესმის, რომ თითოეული სამუშაო ადგილი ამ ქვეყანაში არის ძვირფასი.

ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს და უნდა გვჯეროდეს, რომ მომავალი 5 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება ევროპაში, აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთად.

ბოლო წლების განმავლობაში ყველანი ვხედავთ როგორი სიახლე, როგორი ცხოვრების კომფორტული გარემო იქნება თბილისში, თბილისი ყოველწლირად სულ უფრო და უფრო ევროპული ქალაქი ხდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწდეს, ჩვენ ვალდებულები ვართ ვიფიქროთ და ვიზრუნოთ ქვეყანაზე, ჩვენ უნდა გვქონდეს თანაბარი პირობები საქართველოს ყველა მოქალაქისთვის და არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა ცხოვრობს მოქალაქე თბილისში, ბათუმში თუ სხვაგან“, - განაცხადა პრემიერმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics