|
2020-10-28 10:38:06, 455 ნახვა
საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა ანაკლიაში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ანაკლიაში ევროპული სტანდარტების ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები - იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი - თემურ მღებრიშვილი და სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის წარმომადგენლები. ანაკლიას ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სახანძრო-სამაშველო შენობა მოემსახურება. სამსართულიანი შენობის არქიტექტურა სრულად აკმაყოფილებს რეგიონის მოთხოვნილებებს და მასში ინტეგრირებულია როგორც სახანძრო-სამაშველო, ასევე, წყალზე სამაშველო ფუნქციები. აღნიშნულ განყოფილებაში იმუშავებს 30 მეხანძრე-მაშველი, რომლებსაც პროფესიული საქმიანობის შესასრულებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი. ამ დრომდე, ანაკლიაში სახანძრო-სამაშველო დანაყოფი არ იყო. შენობის გახსნასთან ერთად შეიქმნა და ამოქმედდება ახალი სახანძრო-სამაშველო განყოფილება, რაც გაზრდის სტიქიაზე რეაგირების ეფექტიანობას. ანაკლიაში, ასევე, განთავსდება მყვინთავთა ჯგუფი. 2020 წლის სექტემბერში ჩატარებული რეფორმის შედეგად შეიქმნა მყვინთავთა დასავლეთ საქართველოს განყოფილება, რამაც შესაძლებელი გახადა ანაკლიაში მყვინთავ მაშველთა დანაყოფის ჩამოყალიბება. ამავე რეფორმის ფარგლებში,შინაგან საქმეთა მინისტრის - ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, მყვინთავების ანაზღაურება 100%-ით გაიზარდა. ახალ შენობაში თანამშრომლებისთვის მოწყობილია სამუშაო, სასწავლო და საძინებელი ოთახები, ასევე, სპორტული დარბაზი და სამზარეულო. შენობაში გათვალისწინებულია სპეციალური სადგომი ორი სახანძრო და ერთი სამაშველო ავტომანქანისთვის. 2012–2020 წლებში აშენდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ახალი შენობები: ამბროლაურში, ყაზბეგში, ბათუმში, რუსთავში, ზუგდიდში, სიღნაღსა და ბორჯომში. სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და სრულდება: ჩხოროწყუში, წალენჯიხაში, მარტვილში, ჩოხატაურსა და აბასთუმანში.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)