|
2020-10-27 13:09:26, 722 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანის ინფორმაციით, არსებობს სქემა, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია შეეცდება ცრუ ინფორმაციის შექმნას
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიის მეოთხე ნომრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, არსებობს სქემა, რომლითაც რადიკალური ოპოზიცია შეეცდება ცრუ ინფორმაციის შექმნას. მისივე თქმით, აღნიშნული სქემის მიხედვით, გავრცელდება ცრუ ინფორმაციები, რომ იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების ჩატარებას ვერ გაართვეს თავი. თეა წულუკიანის განმარტებით, წლევანდელ არჩევნებზე დამკვირვებელთა რიცხვი გაორმაგებულია „ჩვენ ვხედავთ ბოლო დღეებშo და მანამდეც გამოქვეყნებულ სხვადასხვა კვლევას, ასევე ჩვენი პარტია ვართ მუდმივ კონტაქტში ამომრჩეველთან და ყველაფერი ეს მოწმობს, რომ მმართველ პარტიას და ჩვენს გუნდს აქვს 60 პროცენტამდე მხარდამჭერა, რა თქმა უნდა, ეს კარგად იციან ოპონენტებმაც და ამას აჩვენებს, როგორც ჩვენი კანდიდატების მხარდამჭერი ორგანიზაციების გაკეთებული სხვადასხვა ორგანიზაციები, რასაც თავადაც ატარებენ და ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა. ეს არის რეალობა, მათ იციან რომ არჩევნებს აგებენ, თუმცა ჩვენი ინფორმაციით, არსებობს სქემა, რომლის თანახმადაც ოპოზიციური სპექტრი და მათი ზოგიერთი რადიკალური წარმომადგენელი შეეცდებიან რომ შექმნან ცრუ ინფორმაციები, იმასთან დაკავშრებით, რომ თითქოს იყო საარჩევნო დარღვევები და სხვადასხვა ინსტიტუტებმა არჩევნების ჩატარებას ვერ გაართვეს თავი. ეს სქემა არსებობს და ერთ-ერთი კომპონენტი სწორედ ამ სქემის რომელიც ხაზს ვუსვამ, ღია ინფორმაციებზე, ღია წყაროებზე დაყრდნობით „ქართული ოცნების“ მონიტორინგის ჯგუფმა შეადგინა, მინდა დღეს წარმოგიდგინოთ. დასაწყისისთვის, ყველას მინდა შევახსენო, რომ რამდენიმე დღის წინ ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა შუალედური ანგარიში, სადაც პირდაპირ არის ნათქვამი, რომ - „საქართველოში სადამკვირვებლო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი ნაწილი პოლიტიკურ პარტიებთან არის აფილირებული," სწორედ ამ შესავალს გავაგრძელებ. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ კონსტანტაციას ვეთანხმებით და ვიტყვი, რომ წელს თავისთავად მისასალმებელია, რომ დამკვირვებელთა რიცხვი არის გაორმაგებული," - განაცხადა თეა წულუკიანმა.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)