10:39 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-27 12:21:21, 614 ნახვა

კომენტარი
სერგი კაპანაძე - ესებუასთან დაკავშირებული საგა არის სერიოზული მანიშნებელი, თუ როგორი ჩამოქცეულია სახელმწიფო ინსტიტუტები

დამნაშავის ვერ დაკავება კიდევ ერთხელ მიუთითებს, თუ როგორი ჩამოშლილია მთლიანი სისტემა, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, ზუგდიდში, ბანკის თავდასხმაზე დამნაშავის ვერ დაკავებას.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს როგორი მძიმე მდგომარეობა აქვს ქვეყანაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და მთავრობაში ბიძინა ივანიშვილს.

„ესებუასთან დაკავშირებული საგა და დევნა ადამიანის, რომელმაც გაიტაცა ბანკი, გაიტანა ფული,  აიყვანა ტყვეები და ამ დღეების განმავლობაში მისი ვერ დაკავება არის სერიოზული მანიშნებელი იმისა, თუ როგორი ჩამოქცეულია სახელმწიფო ინსტიტუტები და როგორ ვერ ართმევს თავის მოვალეობებს თავს შინაგან საქმეთა სამინისტრო და ვერც პოლიტიკური ხელმძღვანელობა.

შეფასება, რომელიც გაკეთდა ამ საქმესთან დაკავშირებით არის ამის კარგი მეტყველი, ასევე ისიც, რომ ინფორმაცია ჟონავს მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემიდან, ასევე ის, რომ პრაქტიკულად მათ უწევთ მედიაზე თავდასხმა და ოპოზიციურად განწყობილ ტყვეებზე თავდასხმა, კარგად მეტყველებს იმაზე, როგორი მძიმე მდგომარეობა აქვს ქვეყანაში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და ზოგადად, მთავრობაში ბიძინა ივანიშვილს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics