|
2020-10-26 23:44:25, 534 ნახვა
საზოგადოება
ამირან გოგიტიძემ, ქ.რუსთავში 21 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
დღეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა, ამირან გოგიტიძემ, ქ.რუსთავში 21 წლის მამაკაცის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. „პირველ რიგში, მინდა, მივუსამძიმრო ოჯახს და მწუხარება გამოვთქვა აღნიშნულის გამო. აქვე განვმარტავ, რომ აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული. 3 ოქტომბერს ის მოთავსდა საკარანტინო სივრცეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტის გამო. საკარანტინო პერიოდის გასვლის შემდგომ, მოხდა მისი „პისიარ“ ტესტირება და მას დაუდგინდა კოვიდინფექცია. შემდგომში, საკარანტინე სასტუმრო სივრცეში გაგრძელდა ექიმის მიერ პირის მეთვალყურეობა და პროტოკოლით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ, 25 ოქტომბერს მოხდა მისი გაწერა. შესაბამისად, მინდა აღვნიშნო და ხაზი გავუსვა ცალსახად, რომ აღნიშნული პირი იყო კოვიდგამოჯანმრთელებული. მისი დაკრძალვა არ მოხდება კოვიდით გარდაცვლილის პროტოკოლის შესაბამისად“ - განაცხადა ამირან გოგიტიძემ. სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ბინაზე გაწერამდე მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმის მიერ იყო შეფასებული და მას არ აღენიშნებოდა რაიმე სახის ჩივილი. 21 წლის მამაკაცთან დაკავშირებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გამოძახების დაფიქსირებისთანავე, სასწრაფოს ეკიპაჟი მყისიერად გაემართა შემთხვევის ადგილისკენ, თუმცა მამაკაცი მათ უკვე გარდაცვლილი დახვდათ საცხოვრებელი სახლის ეზოს მიმდებარედ. ამირან გოგიტიძის თქმით, მამაკაცის გარდაცვალების მიზეზად გულის უეცარი გაჩერება მიიჩნევა, თუმცა აღნიშნულის შესახებ ჩატარდება დამატებითი მოკვლევა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)