|
2020-10-26 20:59:53, 554 ნახვა
საზოგადოება
დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა
თბილისის განვითარების ფონდმა, პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში, დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კომპლექსი დღეს, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. „აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. სამუშაოების ჩატარებას დაახლოებით წელიწადზე მეტი დასჭირდა. მიხარია, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად განახლდა ეს სივრცე და ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ადგილზე გვაქვს დარეჯანის სასახლე, რომელიც ხვალიდან სტუმრებს მიიღებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. პროექტის ფარგლებში კეთილმოეწყო ტერიტორია. კერძოდ, ზედა და ქვედა ეზოები მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, მოეწყო ბორდიურები, ასევე, სანიაღვრე არხები ლითონის ცხაურებით და ჭებით. გამწვანდა ეზოსა და ციხის ტერასების გაზონები რულონური ბალახით და სხვადასხვა ხე-მცენარით, ასევე, მოეწყო სარწყავი სისტემა. დამონტაჟდა ლამპიონები, რესტავრაცია ჩაუტარდა ლითონის ჭიშკარს და მოაჯირებს. აღდგა ერეკლეს აბანო. ნაგებობა გაიწმინდა წლების განმავლობაში დაგროვილი დანალექი მიწისა და სარეველა მცენარეებისაგან, დაზიანებულ შენობას ჩაუტარდა კონსტრუქციული გამაგრება (საძირკვლისა და იატაკის ფილის გაძლიერებით); აღდგა აბანოს არქიტექტურული იერსახე, აგურის წყობის კამარების რესტავრაციით, ჰიდროსაიზოლაციო ფენილის მოწყობით, შესასვლელი ხის კარის დამზადება-მონტაჟით და აგურის იატაკის დაგებით. განხორციელდა კომპლექსის გალავნის სარესტავრაციო სამუშაოები: გალავნის რესტავრაცია შესრულდა აგურის წყობის ღარების შევსებით და ქართული აგურის წყობით კირის დუღაბზე; კედლების დაზიანებული ადგილები აღდგა ქვით და ქართული აგურით კირხსნარზე; გალავანი გაიწმინდა ნაგვისა და მცენარეებისგან; გადალაგდა გალავნის კედლებზე გამავალი საკანალიზაციო მილები; საძირკვლები გაძლიერდა ყორე-ბეტონით, მიწისქვეშა წყლების გასატარებლად მოეწყო სადრენაჟო მილები; გალავნის კედლებსა და ბურჯებზე დამონტაჟდა მინათების სისტემა. დარეჯანის სასახლის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, საძირკვლის გამაგრებისა და სადრენაჟე სისტემის გასაკეთებლად მოწყობილ ღრმა ჭრილში გამოვლინდა არქეოლოგიური ნაშთები, მათ შორის, გალავნის ფრაგმენტები, რომელიც არქეოლოგების მიერ შესაბამისი წესების დაცვით გაიწმინდა და შენარჩუნდა. პროექტის ფარგლებში შესრულდა ფერისცვალების დედათა მონასტრის XVIII საუკუნის ეკლესიის კედლის მხატვრობის საკონსერვაციო სამუშაოები. სარესტავრაციო სამუშაოები შესრულდა სამშენებლო კომპანიის - „იკორთა 2007“ მიერ. პროექტის ბიუჯეტმა 1 147 000 ლარი შეადგინა. რეაბილიტირებული კომპლექსი ასევე დაათვალიერეს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა, ისნის გამგებელმა კახა ლაბუჩიძემ და თბილისის განვითარების ფონდის დირექტორმა ალექსანდრე ტოგონიძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)