|
2020-10-26 18:35:01, 554 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ბერაია: დღეს საქართველოს და ნატოს პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის ხარისხი არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე
„დღეს, საქართველოს და ნატოს პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობის ხარისხი არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე. საქართველო ფლობს გაწევრიანების ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს და ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი არის პრაქტიკული ინსტრუმენტების ეფექტიანი იმპლემენტაცია, ალიანსთან პოლიტიკური და პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავება და საქართველოში ალიანსის ხილვადობის გაზრდა, როგორც მრავალეროვნული სამხედრო წვრთნებით, მაღალი დონის ვიზიტებით და სამხედო ხომალდების საპორტო ვიზიტებით“, -ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბერაიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა. ირაკლი ბერაიას განცხადებით, საქართველოს ჰყავს ძლიერი საერთაშორისო პარტნიორები, რომლებიც საქართველოს უჭერენ მხარს თავდაცვითი ძალების გაძლიერებაში. ეს თანამშრომლობა პირდაპირ უკავშირდება ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებას, ნატოსთან თავსებადობის გაზრდას, შეკავებას და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვან ინტეგრაციას. „ნატო-საქართველოს განახლებული არსებითი პაკეტი სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობას. ჩვენ გავაგრძელებთ აქტიურ მონაწილეობას შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში ასევე, ალიანსის მხრიდან, საქართველოს მხარდაჭერის ღონისძიებებში მათ შორის, ჰიბრიდულ თავდაცვაში, შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივის ფარგლებში საჰაერო სივრცის უსაფრთხოების რეგიონულ პროგრამაში და რა თქმა უნდა მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, განსაკუთრებით პრიორიტეტულია მომდევნო წლებში, მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მტკიცე, ურთიერთმხარდაჭერაზე დაფუძნებული უპრეცედენტო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება. „2019 წელს, უკვე მეორედ, ხელი მოეწერა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უსაფრთხოების ჩარჩო შეთანხმებას, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და პრიორიტეტულობას. განსაზღვრული არის ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტები და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის მათი წარმატებული განხორციელება. მომდევნო წლებში, ორმხრივი პრიორიტეტების ფარგლებში, საქართველო ჩამოყალიბდება მაღალი მზადყოფნის პარტნიორად, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი კონტრიბუტორი როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების განხორციელების მაგრამ ასევე, ექნება პირველ ყოვლისა, საფრთხეების შეკავების ეფექტიანი შესაძლებლობები. ჩვენ თავდაცვის სფეროში განვავითარებთ და კიდევ უფრო გავაღრმავებთ თანამშრომლობას ევროკავშირთან, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივ ფორმატებში და გადავდგამთ აქტიურ ნაბიჯებს ამ ურთიერთობების შემდგომი გაფართოებისთვის და განმტკიცებისთვის“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიჭრა
თურქეთში რამდენიმე საგზაო შემთხვევა მოხდა, რომელთა შედეგადაც დაღუპულები და დაშავებულები არიან
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა თათარსტანსა და სარატოვის ასევე ყუბანს და ვორონეჟის შეუტიეს
აშშ-მ ტანკერებზე თავდასხმის შემდეგ ირანული ნავთობით ვაჭრობის ლიცენზია გააუქმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)