|
2020-10-26 16:55:11, 825 ნახვა
პოლიტიკა
ირმა ინაშვილი - 8 წელია სადისტები გვასხედან თავზე!
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და პარტია "პატრიოტთა ალიანსის" გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის" ჩადენილ დანაშაულებებზე და "ქართული ოცნების" მიერ დამნაშავეების დაუსჯელობაზე საუბრობს. ირმა ინაშვილი წერს, რომ სწორედ "ქართული ოცნების" ბრალია, რომ ახალ თაობას წინა ხელისუფლების დანაშაულებები აღარ ახსოვს და დამნაშავეების ტაქტიკაც სწორედ ესაა, რომ წაშალონ წარსული და მათი დანაშაულებები ხალხისა და ქვეყნის წინაშე. "ზუსტად ისე უნდა გაბრაზდეთ, როგორც 2012 წელს! ახლა ორმაგად უნდა გაბრაზდეთ, ვინაიდან 8 წელია სადისტები გვასხედან თავზე. მანიაკები, რომლებსაც "ქართულმა ოცნებამ" არა თუ პასუხი არ აგებინა, რომლებსაც სწორედ "ქართული ოცნება" მუდმივად აცოცხლებდა პოლიტიკურ ველზე. არაა სხვა გზა, უნდა გაბრაზდეთ. ამ 8 წელში ორი თაობა მაინც წამოიზარდა, რომელსაც არც დუჟმორეული გივი თარგამაძე ახსოვს, - ყველას სულს ამოგხდითო; არც ვერტმფრენზე შემომჯდარი გია ბარამიძე - ბავშვების თვალწინ აფრასიძეები რომ ამოწყვიტა; არც სისხლიან რუსთაველზე მოსეირნე მერაბიშვილი, არც მოლაშვილის განწირული ხმა, - ბოკერია ესწრებოდა ჩემს წამებასო; არც სააკაშვილი ახსოვს ამ თაობას, - ნულოვანი ტოლერანტობით და ათასობით ნაწამები პატიმრით. წლები გავიდა, სადისტები სწორედ ამ დროით და ჩვენი მოკლე მეხსიერებით სარგებლობენ. მათი ტაქტიკა ახლა მარტივია: წაშალონ წარსული, წაშალონ მათი დანაშაული, წაშალონ, როგორ გაყიდეს კოდორი და ახალგორი, როგორ ყიდდნენ დავით გარეჯს. გამოფხიზლდით და გაბრაზდით. ეს სიბრაზე დაიცავს ჩვენს ქვეყანას, თორემ ჭირს წაუღია ეს არჩევნებიც და ის პარლამენტიც, ჩვენი ინერტულობის გამო, დრო მოვა, პასუხს მოგვთხოვენ ჩვენი შვილები. რას ვაპირებთ, მანიაკებს უნდა ჩავუგდოთ ხელში ჩვენი შვილების მომავალი? მე ბრძოლას ვაპირებ. არც არასდროს შემიწყვეტია ეს ბრძოლა. ბოლოს რამდენიმე კაცი დავრჩით იმ პარლამენტში, ვინც დამნაშავეების დასჯაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა. და მარტო სააკაშვილის რეჟიმის დამნაშავეები კი არა, "ოცნებიდან" მათი მფარველებიც დასასჯელნი არიან. სამაგალითოდ დასასჯელნი!!! აქამდე რომ მიიყვანეს ქვეყანა. გადაუწყვეტელი ამომრჩეველიო, რა გადაუწყვეტელი, დალოცვილებო, ვერ ხედავთ, რაც ხდება?" - წერს პარლამენტის ვიცე-სპიკერი და "პატრიოტთა ალიანსის" გენერალური მდივანი ირმა ინაშვილი. https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1046418882470169&id=100013062005932
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)