|
2020-10-26 16:27:13, 530 ნახვა
საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, გორის ცენტრში მდებარე, ყოფილი ბაზრის ტერიტორია კერძო მესაკუთრისგან გამოსყიდულია და მუნიციპალიტეტს გადაეცა
,,დღეს, ჩვენ შესაძლებლობა გვაქვს გორელებს და არა მხოლოდ გორელებს მივაწოდოთ სასიხარულო ინფორმაცია, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, გორის ცენტრში მდებარე ყოფილი ბაზრის ტერიტორიის გამოსყიდვა და გორის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა მოხდა",- ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორში, მმართველი პარტიის საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის რეალიზება კიდევ ერთხელ ცხადყოფს ,,ქართუ" ჯგუფის და ბიძინა ივანიშვილის ხელწერას. ,,წლების განმავლობაში, გორის ცენტრში მდებარეობდა ტერიტორია, ყოფილი ბაზრის ტერიტორია, რომელიც კერძო საკუთრებაში, ხელიდან ხელში გადადიოდა ისე, რომ ინვესტიცია არ განხორციელებულა. დღეს, ჩვენ გვაქვს საშუალება გორელებს და არა მხოლოდ გორელებს მივაწოდოთ სასიხარულო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, აღნიშნული ტერიტორიის გამოსყიდვა და გორის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა მოხდა. გორელებს კარგად ახსოვთ, როგორი მახინჯი პრაქტიკის საშუალებით ხდებოდა ქონების სხვადასხვა ორგანიზაციებზე და პირებზე გადაცემა, მაგრამ გორის ცენტრში ეს ტერიტორია,ნაგავსაყრელად იყო ქცეული . მხოლოდ მსგავსი ტიპის ქველმოქმედების საშუალებით გახდა შესაძლებელი, რომ ქალაქის ცენტრში გვქონდეს თანამედროვე რეკრეაციული ზონა , თანამედროვე დასასვენებელი პარკი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გორელი ახალგაზრდებისთვის უკიდურესად საჭირო ინფრასტრუქტურა, ახალგაზრდული ცენტრი . ახალგაზრდული ცენტრი იქნება ახალგაზრდების და არა მხოლოდ ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი , არაფორმალური განათლების შესაძლებლობა , განვითარების შესაძლებლობა და ზოგადად აღნიშნული პროექტის რეალიზება კიდევ ერთხელ ცხადყოფს " ქართუ" ჯგუფის და ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიდგომას და მის ხელწერას",- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა. როგორც გორისა და კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილმა გორის ცენტრში მდებარე, ყოფილი ბაზრის ტერიტორია ქალაქს საჩუქრად გადასცა, სადაც ,,ქართუ" სრულად დააფინანსებს როგორც თანამედროვე რეკრეაციული ზონის მოწყობას, ასევე ახალგაზრდული ცენტრის მშენებლობას.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)