15:59 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-26 14:17:21, 713 ნახვა

პოლიტიკა
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს იკადრებს, რომ რამდენიმე ათასი ხმა მაინც მოიპაროს არჩევნებზე

ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძის თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით,  რამდენიმე ათეულ ათას მოქალაქეს, რომლებიც არიან თვითიზოლაციაში ან საკარანტინე სივრცეებში, არ ექნებათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება.

კაპანაძემ აღნიშნა, რომ ქართული ოცნება ყველაფერს იკადრებს, რათა ადამიანების ხმები მოიპაროს ამ არჩევნების მოსაგებად.

„ის დადგენილება, რომელიც ცესკომ გამოსცა, ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას, ეს არის სრული უპასუხისმგებლობა მათი მხრიდან და აშკარად ჩანს, რომ რაღაც სხვა მოტივები გააჩნიათ.

ამ დადგენილების მიხედვით, რამდენიმე ათეული ათასი ადამიანი ვერ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, აქ ცალსახად ჩანს, რომ ერთხიმხრივ, არც ბაზები გააჩნიათ და სრულიად მოუმზადებლები არიან, მეორემხირვ ჩანს, რომ დარეგისტრირებულ ადამიანთა რაოდენობა არის ძალიან მცირე.

ეს ნიშნავს იმას, რომ რამდენიმე ათეულ ათას ჩვენ მოქალაქეს არ ექნება კონსტიტუციით გარანტირებული უფლება, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩვენებში. ჩვენ ამას აუცილებლად გავასაჩივრებთ, ეს არის სრულიად დაუშვებელი და ეს არის ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ წასვლა და მეტყველებს ორ რამეზე, თუ როგორი ჩამონგრეული და მართლა ჩაფლავებული მთავრობაა, რომელსაც ელემენტარული, ასეთი საკითხების მენეჯმენტიც კი არ შეუძლია, ან შეუძლია და ვერ აკეთებს და მეორე მეტყველებს იმაზე, რომ ქართული ოცნება ყველაფერს იკადრებს იმისთვის, რომ რამდენიმე ათასი ხმა მაინც მოიპაროს ამ არჩევენის მოსაგებად, მაგრამ არცერთი ეს ინსტრუმენტი არ იმუშავებს და აუცილებლად დამარცხდებიან, მათ შორის ამის გამოც 31 ოქტომბერს.“ - განაცხადა კაპანაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics