03:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-24 00:13:31, 3803 ნახვა

იოსებ ხახალეიშვილი: ხელი უნდა შევუწყოთ როგორც მოქმედი საწარმოების გაძლიერებას

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ქუთაისური ბრენდის "ლევანტოს" ფეხსაცმლის მაღალტექნოლოგიურ საწარმოს ესტუმრა, რომელიც 2004 წელს შეიქმნა და დღესდღეობით ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უჭირავს ქვეყნის ბაზარზე.

მერობის კანდიდატმა საწარმოს პერსონალს საარჩევნო პროგრამა და ის პრიორიტეტები გააცნო, რომლის წამოწევასაც მერად არჩევის შემთხვევაში აპირებს, მათ შორის ქუთაისში ბიზნესის ხელშეწყობის კუთხით.

"ლევანტოს" და მისი მსგავსი საწარმოების ფუნქციონირება, რომელსაც თავისი ნიშა უჭირავთ ქართულ ბაზარზე და ქმნიან ქუთაისურ ბრენდს, ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მათ შესანარჩუნებლად და გასაძლიერებლად. ხელი უნდა შევუწყოთ ახალ საწარმოებს, რომლებიც ახლა იწყებენ ფეხის მოკიდებას ბიზნესის სამყაროში, ვინაიდან მათი განვითარება ჩვენი ქალაქის წარმატებას და კეთილდღეობას ნიშნავს", - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics