|
2020-10-22 20:22:48, 586 ნახვა
პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის 2020-2024 წლებში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება
„ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამისთვის 2020-2024 წლებში 2,5 მილიონი ლარი დაიხარჯება, 4 წელიწადში 1 200 ჰა ფართობზე არსებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტირება მოხდება“ - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროექტი 2016 წელს დაიწყო და შედეგები შთამბეჭდავია. „ტრადიციულად, ჩვენთვის ერთ-ერთი გამორჩეული დარგი იყო ჩაის მიმართულება, განსაკუთრებით - დასავლეთ საქართველოში. ჩვენ დავიწყეთ ჩაის არსებული პლანტაციების რეაბილიტაცია. შედეგები შთამბეჭდავია, მომავალ 4 წელიწადში, ჩვენ გავაგრძელებთ მილიონობით ლარის ინვესტიციას და 1200-ზე მეტ ჰექტარზე ახალი პლანდაციების რეაბილიტაციას მოვახდენთ" - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. თავის გამოსვლაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხაზი გაუსვა აგრარული სექტორის განვითარებისთვის იმ ღონისძიებების მნიშვნელობას, რომლებსაც სახელმწიფო სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით აკეთებს. „ძალიან მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობა, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულების განვითარება, რასაც ჩვენ განსაკუთრებული აქტუალობით ვაკეთებთ ბოლო წლების განმავლობაში და თქვენ ყველა ხედავთ რამდენი საქმეა ამ მიმართულებით გაკეთებული. ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა საკრანტინო მავნებელთან ბრძოლის კუთხით, საქართველომ დაამარცხა აზიური ფაროსანა, რომელიც სოფლის მეურნეობისა და მემცენარეობის მიმართულებით, ბევრ ქვეყანაში ჯერ კიდევ დაუძლეველი გამოწვევაა. ჩვენ გავაგრძელებთ მცენარეთა მავნებლებთან ორგანიზებულ ბრძოლას და ფიტოსანიტარული შესაძლებლობების განვითარებას. ასევე გვექნება მნიშვნელოვანი ღონისძიებები სურსათის უვნებლობის მიმართულებით, რაც მრავალი ათასი ნიმუშის კვლევას და სურსათის სანდოობის გაზრდაზე იქნება მიმართული, რაც ადგილობრივი ბაზრისთვის და საექსპორტო პოტენციალის გამოყენებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამავდროულად გაგრძელდება მნიშვნელოვანი აქტივობები ვეტერინარული მიმართულებით - ეს არის უფასო ვაქცინაცია, იმისთვის რომ ვეტერინარული ფონი ქვეყანაში იყოს უფრო მეტად საიმედო,რათა მესაქონლეობის მიმართულებით გადავდგათ ნაბიჯები, გავაკეთოთ ინვესტიციები, მეტი პროდუქცია ვაწარმოოთ და ეს პროდუქტი როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე იყოს მისაღები"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)