|
2020-10-22 10:41:50, 836 ნახვა
პოლიტიკა
თომა ხაბეიშვილი - „პატრიოტთა ალიანსი“ პირველი პარტიაა, რომელიც გამარჯვებისკენ სწორი ხედვებით მიისწრაფვის!
„პატრიოტთა ალიანსის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თომა ხაბეიშვილი სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ ჩატარებულ ცრუ კვლევებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ სააკაშვილ-ბოკერიას რეჟიმს, რომელიც ადამიანებს აწამებდა და ათასობით ოჯახი გააუბედურა, არარეალურია, ჰქონდეს 15 და 20%. ხაბეიშვილის განცხადებით, ხელისუფლება ხელს უწყობს "ნაციონალური მოძრაობის" ტყუილს, რაც იმას ნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" გაყალბებისთვის ემზადება. თომა ხაბეიშვილის თქმით, "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" პირველი პარტიაა, რომელიც გამარჯვებისკენ სწორი ხედვებით მიისწრაფვის!" „ჩვენ ყოველდღიურად ვადევნებთ თვალს მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არიან მედია საშუალებები, რომლებიც ცრუ კვლევებს ატარებენ და შემდგომ აქვეყნებენ. ისინი ერთ და ორპროცენტიან პარტიებს უწერენ 15 და 20%-ს. ეს ყველაფერი მიგვანიშნებს იმაზე, რომ ხელისუფლება გაყალბებისთვის ემზადება. როგორ შეიძლება რეჟიმს, რომელიც ადამიანებს აწამებდა, გააუბედურა ათასობით ადამიანის ცხოვრება, მათი ოჯახები - ამ ადამიანებს ჰქონდეთ 15 და 20%?! ეს ხომ არარეალურია! ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს ხალხთან ურთიერთობა და ეს ადამიანები რადიკალურად არიან განწყობილნი იმ ხალხის მიმართ, რომლებიც ცრუ კვლევებს ატარებენ. ამ ადამიანებს ახსოვთ ის, თუ რა ხდებოდა რამდენიმე წლის წინ და რა პირობებში უწევდათ ცხოვრება. ჩვენ ვიცით, რომ ხელისუფლება ხელს უწყობს "ნაციონალური მოძრაობის" ტყუილს, მაგრამ აუცილებელია, "ქართულმა ოცნებამ" თქვას, რომ ეს კვლევები არის ტყუილი. ჩვენ გვაქვს აუდიოჩანაწერები, გამოკითხული გვყავს ქართველი მოსახლეობა და ჩვენს პარტიას დიდი ხანია აქვს დადებული ის რეალობა, რაც სინამდვილეში ქვეყანაშია. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" პირველი პარტიაა, რომელიც გამარჯვებისაკენ ჭეშმარიტად და, რაც მთავარია, სწორი ხედვებით მიისწრაფვის!“, - განაცხადა თომა ხაბეიშვილმა.
Bloomberg: უკრაინა შეერთებულ შტატებთან შეთანხმდა, რომ შავ ზღვაში ყაზახურ ნავთობტანკერებზე თავდასხმას არ განახორციელებს
პაპუაშვილი - ნაციონალური მოძრაობა შეეგუა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ სანქციებსა და ემბარგოს
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)