13:21 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 18:28:30, 766 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: 19 ადამიანია გასათავისუფლებელი, „გლავკანალი“ და „პერვიკანალი“ კი პრემიერს დანაშაულის სტატისტიკაზე ეკითხება - სირცხვილია

19 ადამიანია გასათავისუფლებელი, „გლავკანალი“ და „პერვიკანალი“ კი პრემიერს დანაშაულის სტატისტიკაზე ეკითხება - სირცხვილია, - ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმსარულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

აღნიშნულ ბრიფინგზე, გარდა ჟურნალისტებისა, კობახიძემ ოპოზიციაც გააკრიტიკა.

„მთავარი პრობლემაა, რომ მძევლები არიან გასათავისუფლებლები და დამატებით, მნიშველოვანი პრობლემებია, თუ როგორ იქცევიან კონკრეტული უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და უპასუხისმგებლო მედიასაშუალებები, ათზე მეტი განცხადება იყო პოლიტიკოსების მხრიდან, ეს იყო პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა, რაც შეეხება მედიასაშუალებებს, ერთი, რომ იყო უპასუხისმგებლო ქმედებები და კონკრეტული ქმედებები სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც კი შეიცავდა.

როდესაც ასეთი მძიმე ვითარებაა და 19 ადამიანია გასათავისუფლებელი და თქვენი ჟურნალისტი „გლავკანალის“ და „პერვიკანალის“ ჟურნალისტი მიდის პრემიერ გახარიასთან და ეკითხება დანაშაულის სტატისტიკის შესახებ, ეს არის სირცხვილი“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics