15:47 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 14:26:02, 504 ნახვა

საზოგადოება
საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ვადაგასული ხორცის პროდუქტების შემოტანის მცდელობის ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში, აეროპორტებსა და სახმელეთო კონტროლის ზონებში განაგრძობს მკაცრ სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს. 

როგორც "ექსპრესნიუსს" შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა  სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელების შედეგად დაადგინეს, რომ „სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შემოსული 432 კილოგრამი შერეული დასახელების გაყინული ხორცის პროდუქტი ვადაგასული იყო, არ აკმაყოფილებდა საქართველოს იმპორტის სასაქონლო ოპერაციის  მოთხოვნებს და საფრთხეს წარმოადგენდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის.

,,ფიტოსანიტარიული სასაზღვრო-საკარანტინო და ვეტერინარული სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის" დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის N463 დადგენილების მოთხოვნების თანახმად, ქვეყანაში საკარანტინო რისკის მქონე პროდუქციის შემოტანისა და გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საქონელი დაექვემდებარა განადგურებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics