09:18 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 12:12:04, 564 ნახვა

სამართალი
იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 12 კვების ობიექტი 10 ათასი ლარით დაჯარიმდა

შრომის ინსპექციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის 12 კვების ობიექტი 10 ათასი ლარით დააჯარიმა, - ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ  განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის სამ ობიექტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.

„შრომის ინსპექციამ განახორციელა მონიტორინგი შეზღუდვების აღსრულების მიმართულებით 10 საათიდან გამოვლინდა სამართალდარღვევის 12 ფაქტი, რაზეც შესაბამისი რეაგირება იქნა განხორციელებული და ობიექტები დაჯარიმდნენ 10 ათასი ლარის ოდენობით. ვინაიდან დადგენილებისა და შესაბამისი კანონმდებლობის მიხედვით სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხიმგებლობას. ჩვენ განმეორებით მოვახდინეთ დაფიქსირება, რომ სამი ობიექტი ჯარიმისდა მიუხედავად მაინც აგრძელებდა გარკვეულ აქტივობებს. ამიტომ, მოვახდინეთ შესაბამისი რეაგირება შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და სამივე ობიექტის მიმართ დაიწყო სისხლის სამართლებრივი გამოძიება“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ ირანს 7 საათის განმავლობაში ბომბავდა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
აშშ-ის კონგრესი ემზადება, ტრამპს მიანიჭოს უფლებამოსილება, დააწესოს 100%-მდე ტარიფები რუსული ნავთობის მყიდველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics