|
2020-10-21 11:38:42, 400 ნახვა
საზოგადოება
მუნიციპალურ სერვისცენტრებში რიგების მართვა იწყება
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, მუნიციპალურ სერვისცენტრებში რიგების მართვა იწყება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გარდა რიგების მართვისა, სერვისცენტრებში მისულ მოქალაქეებს, არქონის შემთხვევაში, პირბადეები დაურიგდებათ. „არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, გვიწევს გარკვეული ზომების მიღება, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება დავიცვათ. მინდა, დავავალო შესაბამის სამსახურებს, რომ სერვისცენტრებში მომსახურების დროს, უზრუნველყოფა გაუკეთონ არსებულ რიგებს, რომ პატარა სივრცეში ძალიან ბევრი ადამიანი არ იყოს შეკრებილი. ჩემი თხოვნა იქნება, ყველაფერი იყოს მოწესრიგებული - დავიცვათ რიგები და ყველა იმ ადამიანს, ვისაც არ ექნება პირბადე, მაქსიმალურად ვეცადოთ, დავურიგოთ, რადგან პირბადის გარეშე შენობაში შესვლა კატეგორიულად მიუღებელია. ამით უნდა დავიცვათ თვითონ იმ მოქალაქის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ასევე, იმ ადამიანებისაც, რომლებიც მოქალაქეებს ემსახურებიან“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ამასთან, დედაქალაქის მერმა მოადგილეს, ილია ელოშვილს დაავალა, რომ აღნიშნულ საკითხს ზედამხედველობა გაუწიოს, რათა პირბადეები რაიონული გამგეობების უფასო სასადილოებშიც დარიგდეს. „გარდა ამისა, მინდა დავავალო გამგებლებს, რომ უფასო სასადილოებში, სადაც ძალიან ბევრი ბენეფიციარი გვყავს, პირბადეები მაქსიმალურად, ყველა მოხუცებულს დავურიგოთ. ილია ელოშვილს ვავალებ, რომ ამ საკითხს ზედამხედველობა გაუწიოს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)