14:18 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-20 16:23:48, 504 ნახვა

კომენტარი
მაია ცქიტიშვილი - გაორმაგებულია იმ ადამიანების რაოდენობა, რომელთაც 24 საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგება აქვთ

2 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება   წყალმომარაგება-წყალარინების სისტემის განახლებაში 2021-2024 წლებში, - ამის შესახებ  რუსთავში  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე ინფრაქტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

„დაგეგმილი გვაქვს არაერთი დასახლების წყალმომარაგების უზრუნველყოფა,  2013-2020 წლებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გამოყოფილმა სახსრებმა 1 მილიარდ 457 მილიონი ლარი შეადგინა,  ამ პერიოდის განმავლობაში 48 მუნიციპალიტეტში 750 პროექტი განხორციელდა და მხოლოდ წყლის კომპანიის საქმიანობის შედეგად ჩვენს რეგიონებში გაორმაგდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვისაც აქვს დღეს უწყვეტი წყალმომარაგება“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.

ვიცე-პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ  2012 წელთან შედარებით  სექტორის დაფინანსება 10 ჯერ არის გაზრდილი. ასევე გაორმაგებულია იმ ადამიანების   რაოდენობა, რომელთაც 24 საათიანი, უწყვეტი  წყალმომარაგება აქვთ.

„ამ პროექტების განხორციელების შედეგად, რომელიც შეეხება ძალიან ბევრ   დასახლებას და ქალაქს,  ჩვენ შევძლებთ რომ 2024 წლისთვის ჩვენი მოსახლეობის 77 პროცენტს,  2 მილიონ 850 ათას ადამიანს ჰქონდეს წვდომა გამართულ წყალმომარაგებაზე. ამ მიმართულებით ბევრი გავაკეთეთ, კიდევ ბევრია გასაკეთებელი.  უკვე 2020 წლის ბოლოსთვის ჩვენ გვექნება საგრძნობი პროგრესი სხვადასხვა რეგიონში,  დასრულებული პროექტების შედეგად ქუთაისის, ზუგდიდის და ჭიათურის მოსახლეობას უკვე შეეძლება დაინახოს დიდი კონტრასტი, იმასთან შედარებით რაც ექნებათ და რაც ჰქონდათ მანამდე“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics