14:34 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-20 13:01:57, 584 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - ბიზნესის ყველა წარმომადგენელს, ვინც თვითშეგნებით ეკიდება დაწესებულ დროებით შეზღუდვებს, მადლობას ვუხდით

მას შემდეგ, რაც პანდემიიდან გამომდინარე 22:00 საათიდან შეზღუდვები დაწესდა რესტორნების მუშაობაზე, თბილისის რესტორნებიდან წამოვიდა საკმაოდ სამართლიანი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანებმა, ვინც მანამდე გვიანობამდე სტუმრობდა თბილისის რესტორნებს, საათების შეზღუდვის შემდეგ გადაინაცვლეს მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორნებისკენ, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მინისტრის თქმით, მცხეთის რესტორნებში მობილობის გაზრდა ასუსტებდა მთავრობის გადაწყვეტილების ეფექტურობას, არ აგდებდა მობილობას და მეორე მხრივ, უსამართლო იყო თბილისის რესტორნების მიმართ. 

„აქედან გამომდინარე, ვიმსჯელეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისის მახლობლად მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე რესტორნებზეც გავრცელდეს იგივე შეზღუდვა", - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მინისტრის შეფასებით, ყველამ ერთად უსაფრთხოდ უნდა გადავლახოთ მეორე ტალღა - მძიმე შემოდგომა და ზამთრის პერიოდი. ნათია თურნავამ იმედი გამოთქვა, რომ ასევე მალე იქნება შესაძლებელი  დღეს არსებული შეზღუდვების მოხსნა. „ბევრი რამ არის დამოკიდებული საზოგადოებაზე, ბიზნესზე. ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს ამ სიტუაციას - მთავრობა მარტო შემზღუდავი და პრევენციული ღონისძიებებით ვერ შეაკავებს ვირუსს. ამიტომ ძალიან დიდი თვითშეგნება უნდა გამოიჩინონ ბიზნესის ხელმძღვანელებმა. ყველას, ვინც ასე იქცევა, დიდ მადლობას ვუხდით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics