|
2020-10-19 14:16:23, 548 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - ცხელ ხაზთან დაკავშირებით გვაქვს 40%-იანი ჩამორჩენა, თუმცა დამატებითი საკადრო რესურსის შერჩევა უკვე მოხდა
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ცხელ ხაზთან დაკავშირებით 40%-იანი ჩამორჩენაა, რის გამოც უკვე მოხდა დამატებითი საკადრო რესურსის შერჩევა. ამასთან, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ კვირაშივე მოხდება ეპიდემიოლოგიური სამსახურის კუთხით არსებული ცხელი ხაზის გაძლიერება. „მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ცხელ ხაზთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე, 1505-ზე უკვე მოხდა საშტატო შერჩევა და მათი დამატება მოხდება ამ კვირაში. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს 40%-იანი ჩამორჩენა, რასაც ვთვლით, რომ გაუმკლავდება ის საკადრო რესურსი, რომლის მობილიზებაც მოხდა და შემდგომშიც რა თქმა უნდა, გავაძლიერებთ ამ სერვისს. ასევე ამ კვირაშივე მოხდება ეპიდემიოლოგიური სამსახურის კუთხით არსებული ცხელი ხაზის გაძლიერება. აქაც ვეცდებით, ჩვენი მოქალაქეებისთვის არ იყოს შეფარხება და გვქონდეს დროული ზარები. რაც შეეხება ოჯახის ექიმებთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელიც არაერთი ფიქსირდება, ჩვენ გვყავდა ჩართული 25 კლინიკა, რომლის გაზრდა მოხდა 66 კლინიკამდე. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივდივართ პრინციპით, რომ ოჯახის ექიმები თავიანთი უბნის მიხედვით იქნებიან კავშირზე პაციენტებთან. ჩვენ გვაქვს იმის საშუალება, რომ ამ ფილტრით მოხდეს პაციენტების გადამისამართება, რაც მეტად უფრო მოქნილს გახდის ყოველივეს. შესაბამისად, ზარების გადანაწილება ექიმებზე არ იქნება დიდი რაოდენობის და თითოეულ ექიმს ეყოლება მონიტორინგზე 3-დან 5 პაციენტამდე“, - განაცხადა ტიკარაძემ.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)