|
2020-10-17 12:45:41, 686 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ ხალხმრავალი აქცია, საზოგადოების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა
„ნაციონალური მოძრაობის“ ხალხმრავალი აქცია, ყოველგვარი წესების გარეშე, საზოგადოების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ წალენჯიხაში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ისეთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალები როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“, მომავალში პოლიტიკაში იყვნენ. „გუშინ კიდევ ერთხელ ვნახეთ, მას შემდეგ, რაც აჭარაში ჯანდაცვის პროფესიონალებმა თავდაუზოგავი შრომით, შეძლეს კოვიდ-19-ის შემთხვევების სტაბილიზაცია, ამ უპასუხისმგებლო ძალამ ჩაატარა გუშინ ხალხმრავალი აქცია, ჩაიყვანეს ხალხი ყველა სხვა მუნიციპალიტეტიდან, ყოველგვარი წესების დაცვის გარეშე - ეს არის საზოგადოების და სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება“, - განაცხადა თალაკვაძემ. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამ უპასუხისმგებლო ქმედების გამო, სახელმწიფოს მოუწევს აჭარაში სამედიცინო რესურსების გაორმაგება და ექიმების, ექთნებისა და ეპიდემიოლოგების ორმაგად დატვირთვა, რათა შემდგომ გართულებებს არ ჰქონდეს ადგილი არა მხოლოდ აჭარაში, არამედ სხვა რეგიონებშიც. „ასეთ პოლიტიკურ ძალასთან გვაქვს დღეს საქმე და მის სატელიტურ სისტემასთან, რომელიც დეზინფორმაციით ცდილობს, რომ ხალხს თეთრი შავად მოაჩვენოს და კარგი ცუდად დააჯეროს. არ დავუშვებთ, რომ ასეთი უპასუხისმგებლო ძალები დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. ეს არის წარსული, მათ აქვთ პრობლემები საკუთარ წარსულთან, ჩვენ კი ვფიქრობთ მომავალზე და მთლიანად მომავალზე ვართ ორიენტირებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ფონ დერ ლაიენი: აშშ-მ და ევროკავშირმა ერთობლივად მიზანში უნდა ამოიღონ რუსეთის შემოსავლის ყველა წყარო
დრონების თავდასხმის შემდეგ ილსკის და სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ცეცხლი გაუჩნდა.
დათუნაშვილი - სამშობლოს ღალატში გამოწრთობილი ხელისუფლება მორიგ მოღალატეობრივ აქტს სჩადის
კობახიძე - როდესაც ხელოვნურად ცდილობ, გააღვივო რუსოფობია ქვეყანაში, ეს ნიშნავს იმას, რომ საკუთარ ქვეყანას უწყობ პროვოკაციას
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)