16:57 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-16 17:44:37, 627 ნახვა

საზოგადოება
„თეგეტა მოტორსმა“ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის ჰაკათონი გამართა
„თეგეტა მოტორსმა“ „ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის“ სტუდენტებისათვის ჰაკათონი გამართა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს დაევალათ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით დავალებებთან გამკლავება: მავნე კოდის შემცველი ფაილის ანალიზი, ქსელის ტრაფიკის ანალიზი, პენტესტი (სისტემაში შეღწევის ტესტირება) და ღია წყაროების ანალიზი (open source intelligence). ჰაკათონის შედეგად გამოვლინდა 3 გამარჯვებული: ალექსი ქისტაური, ნიკა ღონღაძე და მარიამ სპანდერაშვილი, როგორც გამარჯვებულებს. ასევე მონაწილეებს საშუალება მიეცემათ დასაქმდნენ „თეგეტა მოტორსა“ და მის შვილობილ კომპანიებში, ასევე თითოეულ მონაწილეს გადაეცა სიმბოლური საჩუქარი. „ჰაკათონის მიზანი გახლდათ, ხელი შეუწყოთ „თეგეტას“ ციფრულ ტრანსფორმაციას, მაღალტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობას და მოწინავე ტექნოლოგიების ყოველდღიურ საქმიანობაში დანერგვის პროცესს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია კომპანიის განვითარებაში აქტიურად ჩავრთოთ ახალგაზრდები, სწორედ ამიტომ ვცდილობთ „თეგეტა ჰოლდინგის“ გუნდში ინოვაციური და საინტერესო იდეების მქონე ახალგაზრდები შემოვიერთოთ და ხელი შევუწყოთ მათ პროფესიულ განვითარებას“ - აცხადებენ „თეგეტა მოტორსში“. ჰაკათონის ორგანიზებას „თეგეტა ჰოლდინგი“ კორპორაციული პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში ახორციელებს. ჰოლდინგი ოთხი მიმართულებით მუშაობს: განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა, ქალთა გაძლიერება და ინოვაციების მხარდაჭერა.



ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics