12:45 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-16 12:39:41, 576 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - საქართველოში ახლა უიშვიათესი 8 წლიანი პერიოდია, როდესაც ქვეყანაში არ ყოფილა ომი

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ დავით გარეჯის საკითხზე საუბრისას, განსაკუთრებით აღნიშნა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წვლილი რუკების მოძიების პროცესში:

„ჩვენი პარტიის თავმჯდომარემ მოახერხა უნიკალური რამ - შექმნა პრეცედენტი, რაც ქართველებს ბოლო 30 წელია არ გვინახავს და ამას არ უფიქრდება არავინ, საუბედუროდ, იმიტომ, რომ არ გვესმის მშვიდობის ფასი.“

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა არის 8-წლიანი უიშვიათესი პერიოდი, როდესაც ომი არ ყოფილა ქვეყანაში. მინისტრის განცხადებით, მტრული ძალა მუდმივად ცდილობს ქვეყანაში იყოს დესტაბილიზაცია და ქაოსი.

ირაკლი ღარიბაშვილმა ოპონენტების ბრალდებებსაც უპასუხა, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ეს არის „რუსული დაკვეთა“.

„ეს არის პატრიოტული, ეროვნული საქმე, რომელიც ბატონი ბიძინას ჩართულობით, მისი უშუალო დავალებით და ხელმძღვანელობით განხორციელდა,“ - აღნიშნა მან.

„მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ საქმეს ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე, რა თქმა უნდა, კონსტრუქციული დიალოგით, ცივილიზებულ ფორმებში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან ერთად,“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საუბრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც რუკების მოძიების პროცეში აქტიურად მონაწილეობდა. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო: 18 წლის წინ 7-8 აგვისტოს სააკაშვილის რეჟიმი სამხრეთ ოსეთს თავს დაესხა
საგარეო უწყება - ოკუპაციის 18 წლისთავზე, რუსეთი არ ასრულებს ევროკავშირის შუამავლობით დადებულ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics