|
2020-10-14 10:15:51, 440 ნახვა
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, სადმელის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
ნაძალადევის რაიონში, სადმელის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა. პროექტის ფარგლებში, 527 გრძივი მეტრი სანიაღვრე ქსელი მოეწყო და ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო: დამონტაჟდა 24 ცხაური, 6 ჭა და 4 გვერდმიმღები. ასევე, მოეწყო ბორდიური და ტროტუარი. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 6 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა. რეაბილიტირებული ქუჩა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ალექსანდრე ხუჯაძესთან ერთად დაათვალიერა. გამგებელი და დეპუტატი ბოლო ეტაპის სამუშაოებსაც გაეცნენ და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდნენ. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავასრულეთ. სადმელის ქუჩა, სადაც დაახლოებით 60 წელია გზა არ შეკეთებულა, სრულად რეაბილიტირდა. დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა აღარ ექნება. არც სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებს აღარ შეექმნებათ დისკომფორტი“, - აღნიშნა ირაკლი ხელაძემ. სადმელის ქუჩის კაპიტალური შეკეთებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 583 000 ლარი გამოყო.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)