19:03 - 09 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 14:05:44, 455 ნახვა

საზოგადოება
კოსტავას ქუჩაზე სკვერი მოეწყო

კოსტავას ქუჩაზე, თბილისის ცირკის მიმდებარედ სკვერი მოეწყო. აღნიშნული ტერიტორია ადგილობრივ მოსახლეობას თვითნებურად ჰქონდა შემოსაზღვრული და ინფრასტრუქტურა სრულად ამორტიზებული იყო.

სამუშაოების შედეგად, ტერიტორიის დიდი ნაწილი საბავშვო ზონას დაეთმო - რეზინის ფილებიან მოედანზე სათამაშო ინვენტარი, მათ შორის ორდონიანი ატრაქციონი და საქანელა განთავსდა. სკვერში, ბილიკები და განათების  ქსელი მოეწყო. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები, დაირგო სხვადასხვა სახის ხე-მცენარე.

დასრულებული სამუშაო პროცესი მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ მოინახულა.

„აღნიშნულ ტერიტორიაზე მსგავსი დასასვენებელი სივრცე არასდროს ყოფილა. შესაბამისად, ეს ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. გაუგებარი კონსტრუქციის მაგივრად, ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკვერი მოეწო. ჩვენი მიზანია, არცერთი უბანი დარჩეს მსგავსი სივრცის გარეშე და ყველა ბავშვმა სახლთან ახლოს  შეძლოს გართობა“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

ინფრასტრუქტურული პროექტი კონტრაქტორმა კომპანიამ შეასრულა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 126 120 ლარი გამოიყო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გიგაზე თავდასხმამდე კონსულტაცია გაიარა... - რა დეტალებს ასაჯაროებს მოკლული მასწავლებლის დედა
თბილისის ზღვაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩო
თვითნებურად მოწყობილ ავტო რბოლას არასრულწლოვანი ემსხვერპლა – დააკავეს 2 პირი
2024 წელს მელიაზე თავდასხმისთვის 1 პირს, ასევე, მელიას გარემოცვის 2 წევრს ბრალი წარედგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics