11:54 - 08 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 11:44:08, 651 ნახვა

პოლიტიკა
„ლელომ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა

პოლიტიკურმა პარტიამ „ლელო - საქართველოსთვის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მამუკა ხაზარაძე დაასახელა.

ამის შესახებ პარტიის წევრმა, დავით უსუფაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგენს არა ახალ სახეს, არამედ ახალ ძალას.

„დღეს ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ „ლელო-საქართველოსთვის“ კანდიდატს საქართველოს პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე. ჩვენ წარმოვადგენთ არა ახალ სახეს, არამედ ახალ ძალას, ახალ შემართებას და ენერგიას, ახლებურ მიდგომას და მმართველობას. ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვთავაზობთ ევროპული სტილის ქართველ პატრიოტს, მამუკა ხაზარაძეს“, - განაცხადა უსუფაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics