16:21 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-13 10:47:52, 1183 ნახვა

მსოფლიო
სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით, აზერბაიჯანმა საარტილერიო ცეცხლი რამდენიმე მიმართულებით დილიდან განაახლა

სომხეთის თავდაცვის უწყების ცნობით,  აზერბაიჯანმა აქტიური საარტილერიო ცეცხლი რამდენიმე მიმართულებით დილიდან განაახლა , - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

როგორც "არმენპრესი" იტყობინება, აღნიშნულის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა შუშან სტეპანიანმა Facebook- ის საკუთარ გვერდზე დაწერა.

„დილით მოწინააღმდეგემ განაახლა საბრძოლო მოქმედებები სამხრეთ, ჩრდილოეთ, ჩრდილო – აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ მიმართულებით, რასაც თან ახლავს აქტიური სარაკეტო და საარტილერიო თავდასხმა. მოწინააღმდეგე განსაკუთრებით აქტიურია ფრონტის ხაზის ჩრდილო – აღმოსავლეთ ნაწილში. მტრის ცეცხლის ჩასახშობად და მისი გეგმების ჩაშლის მიზნით, თავდაცვის არმიის ქვედანაყოფები ატარებენ ადეკვატურ ზომებს ყველა მიმართულებით”, - განაცხადა შუშან სტეპანიანმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაუსედა: ჩვენ გვაქვს სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ლიეტუვის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს გეგმავს
დღეს უკრაინის სახელმწიფოებრიობის დღეა - კიევი საერთაშორისო პარტნიორებს მასპინძლობს
ზურა ჯაფარიძეს ავტომობილი დაეჯახა - პოლიტიკოსი კლინიკაშია გადაყვანილი
ქუთაისში, იოსელიანის ქუჩაზე ხარაჩო ჩამოიშალა და მუშა მოიყოლა, ის გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics