|
2020-10-11 23:03:32, 556 ნახვა
პოლიტიკა
ცეზარ ჩოჩელი დღეს, მუხრანის, საგურამოს, გალავნის, ძველი ქანდის და წილკანის მოსახლეობას შეხვდა - ვიდეო
"გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატმა მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგში ცეზარ ჩოჩელმა დღეს 11 ოქტომბერს, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მუხრანში, საგურამოში, გალავანში ძველ ქანდასა და წილკანში შეხვედრები გამართა. წილკანში დეპუტატობის კანდიდატი დევნილებს შეხვდა, მოსახლეობამ არაერთ პრობლემაზე ისაუბრა, მთავარი კომპაქტური ჩასახლების ადგილას მისასვლელი გზაა და სასმელი წყალი. "8 წელიწადში წილკანში ელემენტარულად გზის საფარიც კი ვერ მოწესრიგდა.ამ ხალხს ისიც ეყოფა რომ სახლ-კარი დაკარგული აქვს, მეურნეობები ვერ შექმნეს. ელემენტარულად ინფრასტრუქტურა მაინც მოუწესრიგონ. მესმის, რომ ყველგან იგივე პრობლემაა, მაგრამ ხალხი თავის მიწა წყალზე მაინცაა, ამ ხალხს კი საკუთარი ფუძეც დაკარგული აქვთ. დევნილები უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებენ ხელისუფლებისგან" - განაცხადა ცეზარ ჩოჩელმა. მუხრანის ტრადიციულ საკვირაო ბაზრობაზე, მოსახლეობასთან შეხვედრისას, ხალხმა განსაკუთრებულად პროდუქციაზე ფასების გაძვირებას გაუსვა ხაზი. გამყიდველები აღნიშნავენ, რომ ყველა პროდუქტი გაძვირდა, რაც ხალხს დამატებით რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას უჩენს. "არასწორი ეკონომიკური პოლიტიკა და დოლარის კურსის ელვისებური ცვლა იწვევს, ეკონომიკურ რყევებს. სანამ დიღმიდან საგურამომდე მოვდივარ, დოლარის კურსი რამდენიმეჯერ იცვლება. ესაა არასწორი პოლიტიკის შედეგი, ამიტომ თუ რამეს შეცვლა გვინდა ყველა უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე." - აღნიშნა ცეზარ ჩოჩელმა. "გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარობის კანდიდატი, თავის საარჩევნო ოლქში ყველა სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრას აპირებს.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)