|
2020-10-11 16:03:39, 456 ნახვა
საზოგადოება
მუხიანის აგარაკებზე, 26 მაისის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
გლდანის რაიონის გამგეობა ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს განაგრძობს. მუხიანის აგარაკებზე, 26 მაისის ქუჩაზე, თბილისის მერიის მიერ განხორციელდა წყალარინების ქსელის მოწყობა, გამგეობამ კი საგზაო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ეწყობა სანიაღვრე ქსელი. პარალელურად, დაახლოებით, 6 340 კვადრატულ მეტრ ფართობზე გზის საფარი დაიგება. სამუშაოებისთვის 761 852 ლარი დაიხარჯება. ამასთან, გურიის აღმართსა და გამარჯვების ქუჩის მონაკვეთზე წყალარინების ქსელის მოწყობის სამუშაოები დასრულდა, სადაც, წყალარინების ქსელი დაახლოებით, 500 გრძივ მეტრზე მოეწყო. უახლოეს მომავალში კი, გზის საფარის მოწყობის სამუშაოები დაიწყება. ამასთან, აღნიშნულ დასახლებაში, ვარდისუბნის ქუჩაზე, დედაქალაქის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის მიერ, გასულ წელს წყალარინების ქსელი მოეწყო, გლდანის რაიონის გამგეობის მიერ კი, გზის საფარი მოწესრიგდა. სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)