|
2020-10-10 15:00:25, 697 ნახვა
პოლიტიკა
გოჩა ენუქიძე - მაქსიმალურად ვიზრუნებ, მესტიაში გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც კიდევ უფრო გაზრდის მხარის ტურისტულ პოტენციალს
მაქსიმალურად ვიზრუნებ, რომ მესტიაში გაგრძელდეს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც კიდევ უფრო გაზრდის მხარის ტურისტულ პოტენციალს, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გოჩა ენუქიძემ მესტიაში წარდენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, მთიან რეგიონებზე ზრუნვა „ქართული ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტია. „ჩემო სვანებო, მადლობა უამრავი კეთილი საქმისთვის, რომელიც ჩვენი რეგიონის სიყვარულით წლების განმავლობაში ერთად გავაკეთეთ. მადლობა „ქართული ოცნების" გუნდს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარმადგინა. ჩემს გუნდთან ერთად ვზრუნავდი რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრაზე. ახლაც, აქ, თქვენს წინაშე ვარ განწყობით, რომ კვლავაც ერთად შევცვლით ჩვენს მომავალს. მინდა ავღნიშნო, რომ მთიან რეგიონებზე ზრუნვა „ქართული ოცნების" ხელისუფლების პრიორიტეტია. მაქსიმალურად ვიზრუნებ, რომ მესტიაში გაგრძელდეს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც კიდევ უფრო გაზრდის მხარის ტურისტულ პოტენციალს. უნდა მოვაწესრიგოთ მიწის საკუთრებისა და რეგისტრაციის პროცესი. კიდევ უფრო მეტი ყურადღება მივაქციოთ კულტურული ძეგლების დაცვასა და რეაბილიტაციას. ჩვენთვის მთავარი მიზანი, მაღალმთიანი რეგიონების მხარდაჭერაა და სწორედ ამას ემსახურება მთის კანონი, რომლის ერთ-ერთი ავტორი თავად ვარ - კანონის, რომელმაც მრავალი სიკეთე და შეღავათი მოუტანა მთის მოსახლეობას. ჩვენი მხარის მთავარ გამოწვევად რჩება მიგრაციული პროცესები, რომლის შეჩერებაც შესაძლებელია ეკონომიკური საქმიანობით, სამეწარმეო გარემოს გაჯანსაღებით და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებით. მესტიისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ზემო და ქვემო სვანეთის გზის მშენებლობას, რომელიც დააკავშირებს ორ მუნიციპალიტეტს და კიდევ უფრო გაზრდის მათ შორის ტურისტულ პოტენციალს. მესტიის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარეობს სასმელი წყლის გზების ინფრასტრუქტურული მშენებლობის პროცესი. ჩვენი ხელისუფლება წლებია ახორციელებს მნიშვნელოვან საგრანტო სამეწარმეო პროგრამებს, რომლის დამხარებითაც შეიქმნა არა ერთი წარმატებული ბიზნეს -პრეცენდენტი, გაჩნდა მრავალი სამუშაო ადგილი მესტიის განვითარებისთვის. ჩემს გუნდთან, „ქართული ოცნებასთან" ერთად ბევრ კარგ, კეთილ და ღირსეულ საქმეს გავაკეთებთ თქვენთვის, ჩვენი რეგიონისა და საქართველოს წარმატებისთვის. მადლობა ნდობისა და მხარდაჭერისთვის, ერთად საქართველოს წარმატებისთვის“, - განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
პეკინისა და ვაჟა-ფშაველას გამზირების კვეთიდან ჟვანიას მოედნის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეიზღუდება
რამზან კადიროვის შვილს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა
ე.წ ფასეულობების დაცვის მიზნით ოცნების პარლამენტი კანონპროექტის მიღებას აპირებს
ავალიანის საქმეზე იმნაძეს და ბერუაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდეს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
კიევის ოლქზე რუსეთის მასშტაბური დარტყმის შედეგად თოთხმეტი ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)